დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ორდღიან ვიზიტად უკრაინაში იმყოფებოდა
22-02-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, ორდღიან ვიზიტად უკრაინაში იმყოფებოდა.

 

 

უკრაინის კონგრესისა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული სემინარი, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ,,ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა უკრაინაში და ქმედებების გეგმა ევროპის საბჭოში 2015-2017’’ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

 

 

 

გამგებელმა, რომელიც სპიკერად იყო მიწვეული, ოდესაში ევროკავშირის ექსპერტებსა და გერმანიისა და ირლანდიის წარმომადგენლებთან ერთად, თვითმმართველობის საკითხებზე საკუთარი გამოცდილება უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ევროკავშირის მიერ შერჩეულ და პროექტში ჩართულ 30 მერს გაუზიარა.

 

 

 

 

 

„რას ნიშნავს იყო გამგებელი/მერი“ და „იდეიდან პროექტამდე“ - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ვაჟა ჩოხელმა 15-16 თებერვალს ოდესაში აუდიტორიის წინაშე ისაუბრა და საკითხის ირგვლივ გამართულ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

 

უკრაინაში ვიზიტსა და პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე Guardian.ge-ს თავად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესაუბრა.

 

 

 

 

 

„ეს არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამდენიმე სემინარი, ვორქ შოპი უკვე ჩატარდა თბილისში, მოლდოვაში. ამჟამად, შეხვედრა შედგა უკრაინაში - ოდესაში. მიწვეული ვიყავი როგორც სპიკერი. ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ჩემს გარდა სპიკერად მიწვეული იყო ასევე გერმანიის ქალაქ რეინის მერი და ირლანდიის ტიპერარის მუნიციპალიტეტის მერი.

 

 

ადგილზე დაგვხვდა ევროკავშირის მიერ შერჩეული პროექტში მონაწილე რეგიონებიდან 30 გამგებელი/მერი. მე გავმართე ორი პრეზენტაცია. იყო დისკუსია, კითხვებიც დაისვა და საინტერესო შეხვედრა იყო. მიმაჩნია, რომ კონფერეციამ ზოგადად წარმატებულად ჩაიარა.

 

 

 

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა და მუშაობა. ეს არის თვითმმართველობის პრობლემებზე, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხებზე და იმ პროექტებზე, რომლებიც დაგეგმილია თვითმმართველობის კუთხით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ვეცნობით მათ გამოცდილებას, ასევე ჩვენ ვაცნობთ შემდეგ ჩვენს გამოცდილებას სხვა ქვეყნებს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. პროექტში მონაწილე ექვს ქვეყანას შორის, საქართველო სანიმუშოა და გაცილებით წინ არის თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით“, - განუცხადა Guardian.ge-ს ვაჟა ჩოხელმა და დაამატა, რომ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო ასევე კონკურსში. მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობა, ტრანსფარენტობა და ეთიკური მმართველობა - ამ მიმართულებების შემცველი პროექტი, რომელიც დუშეთმა კონკურსში წარადგინა, მოწონებულ იქნა, შედეგად, ვაჟა ჩოხელის თქმით, მომავალ კვირას, სტრასბურგში გრანტის მიღების შეთანხმებას პირადად მოაწერს ხელს. გამგებელი იმედოვნებს, რომ პროექტი, რომლის რეალიზებაც, გრანტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოეწონება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი