თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა
23-02-2017, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის უწყების განმარტებით, კონგოში მეამბოხეების მიერ დატყვევებულმა ქართველმა მფრინავმა, სოსო ოსურაულმა საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლის 21 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო კომპანიაში სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შეიარაღებულ ძალებში ამჟამად დატყვევებული მფრინავის ძმა მსახურობს.

 

 

„ჩვენი მხრიდან რაც არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაში ვართ და ყველანაირად ვდილობთ, რომ რაღაც ფორმით დავეხმაროთ. კონტაქტი გვაქვს მფრინავის ოჯახის წევრებთანაც. მდგომარეობას ართულებს ის სიტუაცია რომ მეამბოხეებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე", - განუცხადეს Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროში.

 

 

უწყების განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართველი მფრინავის გასათავისუფლებლად მეამბოხეები გამოსასყიდს ითხოვენ, მათთვის ცნობილი არ არის.

 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიციალურად ან ოჯახის წევრებისგან მსგავსი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

 

 

დღეს განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის დატყვევების, ხოლო მეორე მოქალაქის დაჭრის ფაქტი დაადასტურა.

 

 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დატყვევებული მოქალაქის კანონიერი უფლებების დასაცავად, უწყება კონგოს მთავრობასთან მუდმივ კონტაქტზეა.

 

 

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. შვეულმფრენებიდან ერთ-ერთს სწორედ ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა.

 

 

ტელეკომპანია უკრაინაში მებრძოლ ქართველ პოლკოვნიკზე, დავით მაყიშვილზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოსურაულის გასათავისუფლებლად მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი