კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს „90 აშშ დოლარი გადაუხადეს"
25-02-2017, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდონეზიელმა ქალმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული განაცხადა, რომ 400 მალაიზიური რინგიტი (90 აშშ დოლარი) მისცეს იმისათვის, რომ ბავშვური ხუმრობა ჩაედინა - სახეში შეესხურებინა „ზეთის მსგავსი სითხე".

 

 

ინდონეზიის საელჩოს ოფიციალური პირები მალაიზიის დედაქალაქში 25 წლის სიტი აისიაჰს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მას ნაღდი ფული მისცეს იმისათვის, რომ კიმ ჩენ ნამისთვის სახეში „ბავშვის ზეთი" შეესხა, რაც რეალითი-შოუს ხუმრობის ნაწილი იქნებოდა.

 

 

შემოწმებამ აჩვენა, რომ კიმზე თავდასხმისას გამოყენებული იქნა „VX" ნერვის აგენტი(ფოსფორის შემცველი ორგანული ქიმიური ნივთიერება) რომელიც გაერო-ს მიერ კლასიფიცირებულია როგორც მასობრივი განადგურების იარაღი. 

 

 

კიმ ჩენ ნამს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის კუალალუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან მაკაოში გამგზავრებას აპირებდა. ფაქტი მხოლოდ მეორე დღეს გახმაურდა. კიმ ჩენ ნამი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.    

 

 

პოლიცია აეროპორტში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების ვიდეომასალას სწავლობს. მედიაში გავრცელებული ფოტოები ფოკუსირებულია ორ ქალზე, რომლებიც კიმის გვერდით ჩანან და მოგვიანებით ტაქსით ტოვებენ ადგილს. 

 


ფართოდ გამოითქმის მოსაზრებები, რომ კიმ ჩენ ნამის მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, რასაც ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს. მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე დაკავებულია ვიეტნამელი ქალი და ჩრდილო კორეელი მამაკაცი. მალაიზიის პოლიციას დამატებით შვიდ პირზე აქვს ძებნა გამოცხადებული.

 

 

სიტი აისიაჰთან 30-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ინდონეზიის ელჩის მოადგილემ, ანდრეანო ერვინმა განაცხადა: „მან მხოლოდ ზოგადად თქვა, რომ ვიღაცამ სთხოვა მას, განეხორციელებინა ეს აქტივობა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ იგი შეხვდა ვიღაც ადამიანს, რომელსაც იაპონური და კორეული შეხედულება ჰქონდა. მისი ნაამბობის თანახმად, ამ პიროვნებამ მას 400 რინგიტი მისცა ამ აქტივობის შესასრულებლად. მან მხოლოდ ის თქვა, რომ გადასცეს ზეთის, ბავშვის ზეთის მსგავსი რამ".

 

 

ოფიციოზის თქმით, მათ არ უხილავთ რაიმე ფიზიკური ნიშნები იმისა, რომ ეჭვმიტანილზე ქიმიურ ნივთიერებას რამე გავლენა მოეხდინა.

 

 

ვიეტნამელი ოფიციალური პირებიც შეხვდნენ მათი ეროვნების დაკავებულ ქალბატონს, დოან სი ჰუონგს, მაგრამ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი იყო.

 

 

 

 


2001 წელს კიმი იაპონიაში ყალბი პასპორტით შესვლისას დაიჭირეს. მან უთხრა ოფიციალურ პირებს, რომ იგი ტოკიოს დისნეილენდში სტუმრობას აპირებდა.

 

 

ერთ დროს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ მიჩნეული უფროსი ვაჟის მიმართ მამის მხრიდან დამოკიდებულება სავარაუდოდ ამ ინციდენტის გამო შეიცვალა.

 

 

მას შემდეგ რაც მამის მემკვიდრედ მისი ახალგაზრდა ნახევარძმა დასახელდა, კიმ ჩენ ნამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფებოდა და მისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, ძირითადად მაკაოში (ჩინეთის ტერიტორიული ერთეული) ატარებდა.

 

 

2011 წელს იაპონიური მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა „დინასტიური მემკვიდრეობის უფლებას“.

 

 

2012 წელს გამოცემულ ერთ-ერთი წიგნში ასევე მოყვანილია მისი სიტყვების ციტატა, სადაც იგი გამოხატავადა რწმენას, რომ მის უმცროს ნახევარძმას ხელმძღვანელობის თვისებები აკლდა, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ იმუშავებდა და რომ ჩრდილოეთ კორეა არასტაბილური ქვეყანა იყო და ესაჭიროებოდა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკური რეფორმები.

 

 

გავრცელებული ცნობით, იგი წარსულში მკვლელობის სამიზნე იყო. 2012 წელს სამხრეთ კორეაში გასამართლებულმა ჩრდილო კორეელმა ჯაშუშმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიარა, რომ კიმ ჩენ ნამის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო ინციდენტის მოწყობის ორგანიზებას ცდილობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი