სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსის, მამა იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში შენდობის წესს სავარაუდოდ დაესწრება.
საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ პატრიარქი წირვას აღავლენდა, თუმცა, უწმინდესი დღეს წირვაზე არ მისულა.
მამა იოანე მჭედლიშვილის თქმით, უცნობია, თუ რატომ არ მიბრძანდა პატრიარქი ტაძარში წირვის ჩასატარებლად.
„მიზეზი ჩვენთვისაც უცნობია. ჩვენც ველოდებოდით დილით. საღამოს, შენდობის წესზე იქნება სავარაუდოდ", - განაცხადა სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, შენდობის წესის შესრულება სამების საპატრიარქო ტაძარში 18:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ადამის სამოთხოდან განდევნის დღეს აღნიშნავს. კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.