თეიმურაზ ჯაფარიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს. თავად ყოფილი გამგებელი კი, საქმიანობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე განაგრძობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა. ჩუბინიძემ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარუდგინა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა, ავთანდილ ჩუბინიძემ საკრებულოს სხდომას გააცნო თეიმურაზ ჯაფარიძის 2017 წლის 23 თებერვლის N45/793 განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგებელი პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წინაშე იხსნის უფლებამოსილებას.
საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო ცნობად კენჭისყრის გარეშე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 24 თებერვლიდან.
რაც შეეხება გამგებლის მოვალეობის შესრულებას, დარჩენილ პერიოდში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ვადით შეასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე თეიმურაზ ქოჩიაშვილი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების თანახმად, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება", - აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.