ტრამპი თავდაცვის ხარჯებს 10%-ით ზრდის და მას შეერთებული შტატების ომისდროინდელ ხარჯებთან აახლოებს
28-02-2017, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის ბიუჯეტის წარსადგენ გეგმაში შეეცდება გაზარდოს თავდაცვის ხარჯები 10%-ით - 54 მილიარდი აშშ დოლარით და აღნიშნული თანხის მოძიებას სხვა სფეროებში, მათ შორის, უცხოური დახმარებების კუთხით არსებული თანხების შემცირებით აპირებს. 

 

 

როგორც BBC წერს, პრეიზდენტმა მისი გეგმების შესახებ კონსულტაციები სამთავრობო სააგენტოებთან გაიარა და მის მიერ შედგენილ ბიუჯეტს კონგრესს მაისში წარუდგენს. ამ დროის განმავლობაში კი, მან იმის იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს, თუ რა სფეროებში შეიძლება შეძლონ საგენტოებმა თანხების დაზოგვა და რას მოიმოქმედებს საგადასახადო რეფორმის კუთხით.

 

 

„რესპუბლიკელმა" ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ 630-მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი - რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განსაზღვრეს - არასაკმარისი იქნება.

 

 

ტრამპმა თეთრ სახლში შტატების გუბერნატორებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ბიუჯეტი ფოკუსირებული იქნება „სამხედრო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გავითარებაზე".

 

 

„ეს მოიცავს ისტორიულ ზრდას თავდაცვის ხარჯებისა, რათა ხელახლა ავაშენოთ შეერთებული შტატების გამოფიტული შეიარაღებული ძალები იმ დროს, როდესაც ის ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება", განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

(დაბლა მოცემულ გრაფიკზე ასახულია შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯები 2000-2015 წლებში. თანხები მოცემულია მილიარდებში)

 

(წყარო: სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი)

 

 

ბოლო წლებში სამხედრო ხარჯები შემცირდა - კონგრესში საბიუჯეტო ბრძოლებისას, რამაც თავდაცვის ხარჯების გაყინვა გამოიწვია.

 

 

ტრამპის წინადადება შეერთბულ შტატებს ომისდროინდელი თავდაცვის ხარჯების პერიოდთან აახლოებს.

 

 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ დიდ ხარჯებს გასწევს ინფრასტრუქტურაზე - გზების, სარკინიგზო ლიანდაგების მშენებლობაზე, მაგრამ მას ჯერ არ გაუმჟღავნებია მისი საგადასახადო გეგმები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი