სტრასბურგში დუშეთის, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებსა და ევროპის საბჭოს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
04-03-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგში დუშეთის, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებსა და ევროპის საბჭოს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტს ევროსაბჭოს დაფინანსებით პროექტები განახორციელოს.

 

 

მუნიციპალიტეტებმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის - „ადგილობრივი‭ ‬თვითმმართველობის‭ ‬‬ინსტიტუციური‭ ‬ ჩარჩოს‭ ‬ ‭გაძლიერება” ფარგლებში‭ გამართულ კონკურსში გაიმარჯვეს, შედეგად კი, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ევროპის კავშირი ევროპის საბჭოს მეშვეობით, მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის წახალისებაზე ორიენტირებულ პროექტებს დააფინანსებს.

 


ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ევროპის საბჭოს შენობაში 1 მარტს გაიმართა, ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრიას კიფერი, თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი მარიტე მორასი და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მიიღეს.

 

 

საქართველოს დელეგაცია სამშობლოში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი