პოლონეთმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
05-03-2017, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთმა ევროპარლამენტარი, მემარჯვენე-ცენტრისტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მას შემდეგ, რაც ვარშავამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, დონალდ ტუსკის ხელმეორედ დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერდა.

 

 

როგორც „როიტერსი" პოლონურ სახელმწიფო სააგენტო PAP-ზე დაყრდნობით წერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვასჟიკოვსკიმ დაადასტურა, რომ ოფიციალურმა ვარშავამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით წარადგინა.

 

 

სარიუშ-ვოლსკი ევროპის პარლამენტის პოლონელი წევრია და შაბათამდე იყო პოლონეთის მმართველი პოლიტიკური ძალის კანონისა და სამართლიანობის" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის" (PO) წევრი.

 

 

ტუსკს - სამოქალაქო პლატფორმის" ყოფილ ლიდერს ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის ლიდერებს შორის მეორე ვადით არჩევისას, მიუხედავად იმისა, რომ მას პოლონეთში მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.

 

 

სამოქალაქო პლატფორმამ" სარიუშ-ვოლსკი, მას შემდეგ, რაც შაბათს მისი კანდიდატურის შესახებ გახდა ცნობილი, თავისი რიგებიდან დაითხოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი