თურქეთის საგარეო მინისტრი ჩავუშოღლუ: „გერმანია ინარჩუნებს სისტემატურ ანტაგონიზმს თურქეთის წინააღმდეგ“
07-03-2017, 20:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰამბურგში, თურქეთის საკონსულოს აივნიდან სამშაბათ საღამოს მგზნებარე სიტყვის წარმოთქმისას ბრალი დასდო გერმანიის ხელისუფლებას და პოლიციას თურქი მინისტრების სიტყვების მრავალჯერად დაბლოკვაში, განაცხადა რა, რომ „გერმანია ინარჩუნებს სისტემატურ ანტაგონიზმს თურქეთის წინააღმდეგ“.

 


ჩავუშოღლუმ თქვა, რომ გერმანიამ უნდა შეწყვიტოს თურქეთისთვის ლექციების კითხვა ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე. მინისტრის მტკიცებით, ევროპა იყო ფარისეველი, მხედველობაში თუ მივიღებთ მის სერიოზულ პრობლემას რასიზმთან, ანტი-სემიტიზმთან, ანტი-ქრისტიანობასთან და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს.

 


ჩავუშოღლუმ გერმანია თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა: „ჩვენ არ ვერევით მეგობრული ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში“.

 


100-მდე ადამიანი შეიკრიბა საღამოს ჰამბურგში, თურქეთის საკონსულოსთან, რათა მოესმინათ ჩავუშოღლუს გამოსვლისთვის, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო ძალაუფლების შემდგომი გაზრდის შესახებ თურქეთში 16 აპრილს დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფერენდუმს ეხებოდა.

 

 

ჰამბურგის ხელისუფლებამ ჩავუშოღლუს საშუალება არ მისცა საარჩევნო კამპანია სხვა ადგილას 11 საათზე ჩაეტარებინა და ეს უკვე ბოლო კვირის განმავლობაში მე-4 შემთხვევაა, როდესაც თურქ მინისტრებს მიტინგების გამართვის უფლება შეუზღუდეს გერმანიაში, სადაც დაახლოებით 1.4 მილიონი ხმის უფლების მქონე თურქი ამომრჩეველი ცხოვრობს.

 

 

საკონსულოს შენობის გარეთ დაახლოებით 300 ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც მოუწოდებდნენ რეფერენდუმზე უარყოფითი აზრის დაფიქსირებისკენ. ისინი ერდოღანს სადამსჯელო პოლიტიკის გატარებაში - გასული წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის გაძლიერებული ჯგუფები იყო წარმოდგენილი.

 


სიტყვის წარმოთქმამდე ჩავუშოღლუმ ნაცისტურ გერმანიასთან შედარებები მოახდინა.

 


„ეს არის სრულიად რეპრესიული სისტემა“, განუცხადა მან გაზეთ „Hürriyet“-ს. „ყველა მეთოდი ნაცისტების ეპოქის მსგავსია“.

 


ბუნდესტაგის დეპუტატმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ნიელს ანენმა „დოიჩე ველეს“ უთხრა, რომ ერდოღანის ტაქტიკა - გერმანიასთან სიტყვიერი ბრძოლა - წარმოადგენს მცდელობას „გამოჩნდეს ძლიერი [შინ], მაშინ როცა ის ფაქტობრივად, სუსტია“.

 


მას შემდეგ რაც რამდენიმე გერმანულმა ქალაქმა თურქეთის რეფერენდუმის შესახებ მიტინგების ჩატარების ნებართვა არ გასცა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია ნაცისტური ეპოქის ტაქტიკის აღდგენას ახორციელებს.

 


„თქვენი ქმედებები არ არის განსხვავებული ნაცისტური ეპოქის წარსულის ქმედებებისაგან“, განაცხადა ერდოღანმა კვირას სტამბულში, ქალების დემონსტრაციაზე. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თურქულ სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით წერს.

 


16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება, რომელიც პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების შემცირებას და პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას ითვალისწინებს.

 


„თქვენ ლექციებს გვიკითხავთ ჩვენ დემოკრატიის შესახებ და შემდეგ ნებას არ რთავთ ამ ქვეყნის მინისტრებს ისაუბრონ მანდ“, განაცხადა გაბრაზებულმა ერდოღანმა და დაამატა, რომ გერმანია „პატივს არ სცემს აზრს და იდეას“.

 


მოგვიანებით მან სტამბულში მომიტინგეებს უთხრა, რომ იგი მზად არის თავად ჩავიდეს გერმანიაში.

 


„თუ მე მოვისურვებ, მე ჩამოვალ გერმანიაში“, უთხრა ერდოღანმა მომიტინგეებს და გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა: „თუ თქვენ ნებას არ მომცემთ შემოსვლის ან ნებას არ დამრთავთ საუბრის, მთელ მსოფლიოს ავამხედრებ“.

 


‘უბრალოდ აღმაშფოთებელი’

 


ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ ჯულია კლოკნერმა განაცხადა, რომ ერდოღანი „რეაგირებდა უტიფარი ბავშვის მსგავსად, რომელსაც არ შეუძლია ჰქონდეს თავისი გზა“.

 


„ნაცისტური შედარება არის ახალი მაღალი წერტილი თავშეუკავებლობის. ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია!“ განუცხადა კლოკნერმა გერმანულ გაზეთ „ბილდს“.

 


მან დაჟინებით მოუწოდა ერდოღანს მისი კომენტარების გამო ბოდიშის მოხდისაკენ და დაამატა: „ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეები ასე არ საუბრობენ “.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია აფასებს გამოხატვის თავისუფლებას, ვინც არ უნდა საუბრობდეს აქ, „პატივის უნდა სცეს ჩვენ წესებს“.

 


ბავარიელმა პოლიტიკოსმა და პარლამენტარმა, ანგელა მერკელის მოკავშირემ, ვოკლერ კაუდერმა ერდოღანის მიერ დღევანდელი გერმანიის ნაცისტურ ეპოქასთან შედარებას მკაცრად უპასუხა.

 


„დაუჯერებელი და მიუღებელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა წევრი ქვეყნის შესახებ ამის მსგავსად საუბრობდეს, განსაკუთრებით კი ისეთი ვინმე, რომელსაც კანონის უზენაესობასთან მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს“, განაცხადა კაუდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი