დუშეთის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა
08-03-2017, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტმა, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს დუშეთის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი პროექტის, გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში'' პრეზენტაციის შემდეგ, 1-ელ მარტს ევროპის საბჭოს სათაო ოფისში, საზეიმო ვითარებაში ხელი საპროექტო წინადადების ფარგლებში გრანტის მიღების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი თანაშემწესთან, თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად, სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტისას, დაესწრო ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრას „ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის'', რომელიც საქართველოსთვის 2015-2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ნაწილია და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ ხორციელდება.

 

 

 

 

 

ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა) თორმეტ დელეგაციასთან ერთად, ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრიას კიფერი, თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი მარიტე მორასი, ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ხოსე მენდეს ბოტა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

ანდრეას კიფერის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს მერებს/გამგებლებს, როგორც ადგილობრივ ლიდერებს, გამოიყენონ ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად საკუთარ ქვეყნებში".

 

 

 

 

 

მისივე თქმით, „ჩვენ, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წევრები ვამაყობთ, რომ შეგვიძლია თქვენი პოლიტიკური პლატფორმისა და სამუშაო ჩარჩოს უზრუნველყოფა განვითარების ამ გზაზე.''

 

 

ხელმოწერის ცერემონიამდე, მერებმა/გამგებლებმა საკუთარი საპროექტო ინიციატივების შესახებ კოლეგებთან, ეროვნულ ასოციაციებთან, ადგილობრივ და რეგიონულ ექსპერტებთან და ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს და ერთობლივი ჩართულობით, პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი