თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურიდან ქვემო ფონიჭალის მიმართულებით ცალმხრივ მაგისტრალზე თითქმის ერთი საათია, რაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობია შექმნილი.
როგორც Guardian.ge-ს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, ავტომანქანები თითქმის უძრავად დგანან და ერთგვარი სატრანსპორტო ქაოსია.
აღნიშნულის გამო, მძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავენ.
„სასურველი იქნებოდა საპტრულო პოლიციას გზა გადაეკეტა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანების ამ ოდენობის ნაკადი არ შემოეშვა ფონიჭალის მიმართულებით. თითქმის ერთი საათია უძრავად ვდგავართ. საცობში რომ სასწრაფო დახმარების მანქანა იყოს, დანიშნულების ადგილამდე, ალბათ, ვერც მიაღწევს.", განუცხადა Guardian.ge-ს ერთ-ერთმა მძღოლმა.
აღნიშნულის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.