თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენებული სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს
30-03-2017, 22:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორუფციის სკანდალის გამო თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენებული სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პარკ ჟინ ჰე დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

 


65 წლის ყოფილი პრეზიდენტი სეულის სამხრეთში მდებარე დაკავების ცენტრში მოათავსეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

 

 

 

 


პარკის დაპატიმრება მისი კორუფციულ სკანდალში როლის გამო სამხრეთ კორეის პროკურორებმა მოითხოვეს.

 


ამ თვის დასაწყისში მან დაკარგა საპრეზიდენტო იმუნიტეტი და პოსტიდან იქნა დათხოვნილი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი იმპიჩმენტის თაობაზე.

 


პარკს ბრალად ედება მისი ახლო მეგობრის ცოი სუნ-სილისთვის იმის ნების დართვაში, რომ მას დიდი ფირმებისთვის, მათ შორის „სამსუნგისთვის“, თანხები გამოეძალა.

 

 

 

 

 


იგი უარყოფს ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. შესაბამისი ორგანოების მხრიდან პარკის დაკითხვა გასულ კვირას 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 


პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათ დაასკვნეს, რომ „კანონების და პრინციპების შესაბამისობაშია მოვითხოვოთ დაპატიმრების ორდერი“.

 


პარკის მეგობარ ცოის მექრთამეობის და კორუფციის მუხლებით ბრალდება გასულ კვირას წაუყენეს.

 


Yonhap-ის თანახმად, პარკ ჟენ ჰე სამხრეთ კორეის მე-3 ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კრიმინალური ბრალდებებით დააპატიმრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი