ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.
„დღეს როდესაც ექსპორტი ასე მნიშვნელოვნად იზრდება, აღარ არის საჭიროება, რომ ღვინო გადიოდეს დაბალ ფასად ჩამოსასხმელი სახით და მეორე - მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენ საქართველოში ზუსტად ვაკონტროლებთ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, თითოეულ ლიტრ ღვინოს - რამდენი იწარმოება, რა დასახელების, რომელ რეგიონში და რომელი კომპანიის მიერ, როდესაც ღვინო გადის ჩამოსასხმელი სახით ჩვენ უკვე არ ხელგვეწიფება აღვრიცხოთ ზუსტი რაოდენობა ჩამოსხმული ღვინოების და გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიები, რომელებიც ყიდულობენ ჩამოსასხმელი სახით ღვინოს, უფრო მეტ ღვინოს აწარმოებდნენ, ვიდრე მათ იყიდეს საქართველოდან. ამის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დასრულდება ეს პროცესი და გამოჩნდება იყო თუ არა მართლა დარღვევა", განაცხადა სამანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.