Unicef-მა დაადასტურა, რომ სირიაში სულ მცირე 27 ბავშვი იქნა მოკლული - დამასკო გაერო-ს გამოძიებისთვის პირობებს აყენებს
06-04-2017, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა პირობები გაერო-ს ნებისმიერი გამოძიებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებით ათეულობით ადამიანის მკვლელობას უკავშირდება.

 


ვალიდ მუალემმა BBC-ს უთხრა, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს არაპოლიტიკური, მასში ჩართული უნდა იყოს „მრავალი ქვეყანა“ და „დაიწყოს დამასკოდან“. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღი ჰაერიდან სირიამ ჩამოაგდო.

 


გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ დაადასტურა, რომ სულ მცირე 27 ბავშვი იქნა მოკლული.

 


დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა ჯგუფმა, ადამიანის უფლებების სირიულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციაში, ხან შეიხუნში ქიმიური ინციდენტისას 86 ადამიანი გარდაიცვალა.

 


რუსეთს, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მცირერიცხოვან მოკავშირეთა შორის ერთ-ერთს, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ოთხშაბათს, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი შეეკამათა, როცა ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მასობრივი მოწამვლა ამბოხებულების კუთვნილი ქიმიური იარიღით იყო გამოწვეული.

 


ვაშინგტონმა ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მან შესაძლოა შეცვალოს მისი პოლიტიკა სირიის მიმართ.

 


BBC მოწმეებსა და აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ იდლიბის სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ხან შეიხუნზე თავდასხმა სამხედრო თვითმფრინავებით სამშაბათს გამთენიისას განხორციელდა, როდესაც ბევრ ადამიანს ეძინა.

 


Unicef-ის თანახმად, სულ მცირე 27 ბავშვი იქნა მოკლული და 546-მა ადამიანმა, რომელთა შორის ბევრი ბავშვია, დაზიანებები მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი