შეერთებულმა შტატებმა სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა
09-04-2017, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა, რაც ფხენიანის სარაკეტო პროგრამის განვითარების მზარდ წუხილს უკავშირდება.

 


ამის შესახებ სტატიას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) აქვეყნებს. სტატიის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 

 

 

 

 


როგორც BBC იუწყება, „კარლ ვინსონი“-ს (Carl Vinson) ბომბდამშენი ლეგიონი მოიცავს ავიამზიდს და სხვა საომარ ხომალდებს.

 


შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ თავისი ძალების განთავსება - რომლებიც ახლა სინგაპურიდან წყნარი ოკეანის დასავლეთისაკენ მიემართებიან - აღწერა, როგორც ფრთხილი ზომა რეგიონში მზადყოფნის შესანარჩუნებლად.

 

 

 

 

 


პრეზიდენტმა ტრმპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს მარტო ჩრდილო კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად.

 


„რეგიონში ნომერ პირველ საფრთხედ ისევ რჩება ჩრდილოეთ კორეა, თავისი სარაკეტო გამოცდების უგუნური, უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი პროგრამის და ბირთვული იარაღის შესაძლებლობის გამო“, განაცხადა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა დეივ ბენჰამმა.

 


ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და ექსპერტები ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოცდის განხორციელებას პროგნოზირებენ, რადგან ფხენიანი ნაბიჯებს დგამს ისეთი ბირთვული რაკეტის შესაქმნელად - და ამ მიზანთან ის ახლოს არის - რომელიც შეერთებულ შტატებს მისწვდება.

 

 

 

 

 


ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა თავისი აღმოსავლეთ პორტიდან, სინპოდან, იაპონიის ზღვაში გაუშვა.

 


რაკეტის გამოცდა, რომელიც იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს, ჩინეთის პრეზიდენტის, ქსი ძინპინგის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინა დღეს მოხდა.

 


ტრამპმა ძინპინგთან, იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ფხენიანის ისტორიული მოკავშირეა და რომელზეც ვაშინგტონი ზეწოლის განხორციელებას ცდილობს, განიხილა თუ როგორ უნდა შეაკავონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. თუმცა პეკინი თავისი მეზობლის იზოლაციის წინააღმდეგია, შიშობს რა, რომ მისმა კოლაფსმა შესაძლოა ლტოლვილთა კრიზისი წარმოშვას და შეერთებული შტატების სამხედროები მის ზღურბლთან მოიყვანოს.

 

 

ტრამპა ახლახან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის პეკინთან თანამშრომლობის გარეშე იმოქმედოს: „თუ ჩინეთი არ გადაჭრის ჩრდილო კორეის საკითხს, ამას ჩვენ გადავჭრით“.

 


გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტონგცანგ-რის რეგიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

 


იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ ამას „საფრთხის ახალი სტადია“ უწოდა.

 


ახლახან, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის ბიზნესის 11 წარმომადგენელს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა, მაშინ როცა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი კანონს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ისევ შეჰყავს იმ სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ტერორიზმს ასპონსორებენ.

 


აღნიშნულს ფხენიანმა გაფრთხილებით უპასუხა და აღნიშნა, რომ სამაგიეროს გადაიხდის თუკი საერთაშორისო საზოგადოება სანქციებს დააწესებს, განაცხადა რა, რომ შეერთებული შტატები სიტუაციას ძაბავს და ის „ომის ზღვარზე“ მიჰყავს.

 

 

 

 

 


ჩინეთი დიდი ხანია რაც ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ახლო დიპლომატიური მოკავშირე და სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ფხენიანის მიერ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეჩერებაზე უარის თქმის გამო, ურთიერთობები მზარდად დაძაბულ რეჟიმში გადავიდა.

 


შიშობენ, რომ ფხენიანი ბოლოს და ბოლოს განავითარებს შორს მიმავალ ბირთვულ რაკეტას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება შეერთებული შტატების კონტინენტს მისწვდეს.

 

 

კომენტარები: 1
#1   goga456
      
რაგაც ძაან ცუდად იძაბება სიტუაცია geosesxebi.ge
9 აპრილი 2017 03:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი