ოფიციალური ფხენიანი: ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეერთებულ შტატებთან ომისათვის, თუკი ტრამპი ამ გზით წავა
14-04-2017, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზე“ გაკეთებული განცხადებები დაძაბულობის „ღვარძლიან ციკლს“ ქმნის კორეის ნახევარკუნძულზე, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ The Associated Press-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ თუკი შეერთებული შტატები აჩვენებს თავისი „უგუნური“ სამხედრო აგრესიის რაიმე ნიშანს, ფხენიანი მზადაა თავად წამოიწყოს მისივე უპირატესი იერიში.

 


ვიცე-მინისტრის ჰან სონ რიოლის თქმით, ფხენიანმა აღმოაჩინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „უფრო ბოროტი და უფრო აგრესიულია“, ვიდრე ბარაქ ობამასი იყო. მან დაამატა, რომ ჩრდილო კორეა განაგრძობს ბირთვული არსენალის მშენებლობას „ხარისხობრივად და რაოდენობრივად“ და აღნიშნა, რომ ფხენიანი მზადაა ომისათვის, თუ კი ეს ისაა, რაც ტრამპს უნდა რომ იყოს.

 


ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის და 1950-53 კორეის ომის პერიოდიდან იღებს სათავეს, რაც დროებითი ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა. მაგრამ დაძაბულობამ სწრაფად მას შემდეგ იმატა, რაც ტრამპმა იანვარში თეთრი სახლი ოფიციალურად დაიკავა.

 


დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „გადაჭრის“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს ან ჩინეთის დახმარებით, ანდა მისი დახმარების გარეშე.

 

 

„თუ ჩინეთი არ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის საკითხს, მაშინ ჩვენ გადავჭრით. ეს არის ყველაფერი ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით“, უთხრა ტრამპმა დიდი ბრიტანეთის გაზეთ Financial Times-ს აპრილის დასაწყისში.

 

 

როგორც BBC იუწყება, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ იგი წარმატებას მიაღწევს მარტო, მან უპასუხა: „სავსებით“.

 

 

„ჩინეთს დიდი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კორეაზე. და ჩინეთი ან გადაწყვეტს ჩვენს დახმარებას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, ან არა. და თუ კი ისინი დაგვეხმარებაინ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩინეთისთვის, და თუკი არა, ეს არავისთვის არ იქნება კარგი“, უთხრა ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსს“.

 

 

შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იგი „ერთი ერთზე“ ცალმხრივ ქმედებას, ტრამპმა განაცხადა: „მე მეტი აღარ უნდა ვთქვა რაიმე. სავსებით“.

 

 

მას არ გაუმჟღავნებია დამატებითი დეტალები, თუ რა ქმედებებს განახორციელებს.

 

 

მარტში, აზიის ქვეყნებში ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არ გამორიცხა.

 

 

ერთი თვით ადრე, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მისი მხრიდან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას „მტკიცე და ჭარბი“ პასუხი გაეცემოდა.

 


შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გასული კვირის ბოლოს სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა, რაც ფხენიანის სარაკეტო პროგრამის განვითარების მზარდ წუხილს უკავშირდება.

 


როგორც BBC იუწყება, „კარლ ვინსონი“-ს (Carl Vinson) ბომბდამშენი ლეგიონი მოიცავს ავიამზიდს და სხვა საომარ ხომალდებს.

 

 

შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ თავისი ძალების წყნარი ოკეანის დასავლეთით განთავსება აღწერა, როგორც ფრთხილი ზომა რეგიონში მზადყოფნის შესანარჩუნებლად.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს მარტო ჩრდილო კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად.

 

 

„რეგიონში ნომერ პირველ საფრთხედ ისევ რჩება ჩრდილოეთ კორეა, თავისი სარაკეტო გამოცდების უგუნური, უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი პროგრამის და ბირთვული იარაღის შესაძლებლობის გამო“, განაცხადა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა დეივ ბენჰამმა.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და ექსპერტები ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოცდის განხორციელებას პროგნოზირებენ, რადგან ფხენიანი ნაბიჯებს დგამს ისეთი ბირთვული რაკეტის შესაქმნელად - და ამ მიზანთან ის ახლოს არის - რომელიც შეერთებულ შტატებს მისწვდება.

 

 

გასული კვირის ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა თავისი აღმოსავლეთ პორტიდან, სინპოდან, იაპონიის ზღვაში გაუშვა.

 

 

რაკეტის გამოცდა, რომელიც იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს, ჩინეთის პრეზიდენტის, ქსი ძინპინგის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინა დღეს მოხდა.

 

 

ტრამპმა ძინპინგთან, იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ფხენიანის ისტორიული მოკავშირეა და რომელზეც ვაშინგტონი ზეწოლის განხორციელებას ცდილობს, განიხილა თუ როგორ უნდა შეაკავონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. თუმცა პეკინი თავისი მეზობლის იზოლაციის წინააღმდეგია, შიშობს რა, რომ მისმა კოლაფსმა შესაძლოა ლტოლვილთა კრიზისი წარმოშვას და შეერთებული შტატების სამხედროები მის ზღურბლთან მოიყვანოს.

 


გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტონგცანგ-რის რეგიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ ამას „საფრთხის ახალი სტადია“ უწოდა.

 

 

ახლახან, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის ბიზნესის 11 წარმომადგენელს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა, მაშინ როცა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი კანონს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ისევ შეჰყავს იმ სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ტერორიზმს ასპონსორებენ.

 

 

აღნიშნულს ფხენიანმა გაფრთხილებით უპასუხა და აღნიშნა, რომ სამაგიეროს გადაიხდის თუკი საერთაშორისო საზოგადოება სანქციებს დააწესებს, განაცხადა რა, რომ შეერთებული შტატები სიტუაციას ძაბავს და ის „ომის ზღვარზე“ მიჰყავს.

 


ჩრდილო კორეის საგარეო მინისტრის მოადგილე The Associated Press-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს ახალ ბირთვულ გამოცდას ახლო მომავლისთვის.

 


„ეს ისეთი რამაა, რასაც ჩვენი ცენტრალური შტაბი წყვეტს“, თქვა ჰანმა 40-წუთიანი ინტერვიუს დროს ფხენიანში, რომელიც შაბათისთვის მთავარი დღესასწაულისა და დიდი სამხედრო აღლუმისთვის ემზადება.

 


ჩრდილო კორეამ გასულ წელს ორი ბირთვული გამოცდა მოაწყო. პირველი ტესტის ჩატარებისას იგი ამტკიცებდა, რომ წყალბადის ბომბი გამოსცადა, ხოლო მეორე შემთხვევაში მან ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა ჩაატარა მათ შორის, რაც კი ოდესმე ჰქონია. დიდია მოლოდინი იმისა, რომ შაბათის სამხედრო აღლუმზე ფხენიანმა მისი უახლოესი რაკეტების ჩვენება მოაწყოს.

 


ჰანმა ასევე თქვა, რომ ტრამპის „თვითერის“ განცხადებები ცეცხლზე ნავთს ასხამს.

 


ტრამპმა სამშაბათს „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩრდილო კორეა „შფოთს დაეძებს“ და კვლავ გააკეთა მოწოდება პეკინისადმი მეტი ზეწოლა განახორციელოს ჩრდილო კორეის ეკონომიკაზე, შეაჩეროს ვაჭრობა და გააძლიეროს გაეროს სანქციების ცხოვრებაში გატარება ფხენიანის დასარწმუნებლად, ხელი აიღოს ბირთვულ შეიარაღებაზე.

 

 

ტრამპი დაიმუქრა, რომ თუკი პეკინს არ სურს მეტის გაკეთება ჩრდილო კორეაზე ზეწოლის განსახორციელებლად, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა თავის თავზე აიღოს ინიციატივა და მარტომ იმოქმედოს.

 


„ტრამპი ყოველთვის ქმნის პროვოკაციებს თავისი აგრესიული სიტყვებით“, თქვა ჰანმა და დაამატა: „ეს არა ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, არამედ შეერთებული შტატებია, რომელიც ქმნის შფოთს... ჩვენ წავალთ ომში, თუკი ისინი ამ გზას აირჩევენ“.

 


„ჩვენ უკვე გაგვაჩნია მძლავრი ბირთვული შემაკავებელი... და რაც არ უნდა წამოვიდეს შეერთებული შტატებიდან, ჩვენ მას გავუმკლავდებით. ჩვენ სრულად ვართ მზად ამისათვის“.

 

 

ჰანმა განაცხადა, რომ სანქციები წარუმატებელი აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკის გასანადგურებლად და ამის დასტურად მან ფხენიანის ახალი, მზარდად მშენებარე საცხოვრებელი უბნები მოიყვანა, რომლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაახლოებით 100 000 მცხოვრების წინაშე და უცხოელი ჟურნალისტების დიდი ჯგუფის თანდასწრებით ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. უცხოურ პრესას საზეიმო ღონისძიების გაშუქების უფლება მისცეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ვენესუელას პოლიციის ვერტმფრენმა სამშაბათს უზენაესი სასამართლო და მთავრობის სამინისტრო დაბომბა და კიდევ უფრო დაძაბა OPEC-ის წევრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტმა მადურომ თვადასხმას „ტერორისტების“ მიერ განხორციელებული ქმედება უწოდა მის უკან მდგომ ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

როდესაც კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რაკეტების გაშვებით და კამერების წინ მხიარულებით და სიცილით არ არის დაკავებული, მისი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მიწიერია, ვიდრე ამას შეიძლება მოელოდეთ. ასე იწყებს წერილს ელეანორ როსი ჟურნალ „ნიუსვიკში“, რომლის თარგმანს „გარდიან.ჯი“ გთავაზობთ.

ყველაზე კითხვადი
  1. კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
  2. ლევან და გია ყარამანაშვილები: „ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რუსთავი 2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“
  3. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
  4. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
  5. ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
  6. სალომე ზურაბიშვილი: „პოლიციაში და სხვაგან, ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“
  7. ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
  8. ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე რაბათის დასახლების „ძირძველი ქართული სტილით და მესხური დარბაზებით“ აღდგენის ინიციატივით გამოდის
  9. რუსეთი სირიული „სუ-22“-ის ჩამოგდების გამო შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მათი ავიაციის ნებისმიერი საშუალება სამიზნე იქნება როგორც ცაში, ისე ხმელეთზე
  10. სამეგრელოში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდეს - სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს სტუმრობდა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი