ჩრდილოეთ კორეა: თუკი ჩვენ წამოვიწყეთ სუპერ-მძლავრი დარტყმა, ის ამერიკელი იმპერიალისტების დამპყრობელ ძალებს ნაცარტუტად აქცევს
20-04-2017, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიამ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები „სუპერ-მძლავრი უპირატესი დარტყმის“ შესახებ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ზეწოლის გზებს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.

 

 

Guardian.ge გთავაზობთ დასავლურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

 


„როიტერსის“ თანახმად, ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ გაზეთი „როდონგ ცინმუნი“ წერს:

 

 

 

 

 


„იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სუპერ-მძლავრი უპირატესი დარტყმა იქნება წამოწყებული, ის სრულიად და დაუყოვნებლივ აღგვის პირისაგან მიწისა ამერიკელი იმპერიალისტების დამპყრობელ ძალებს არა მხოლოდ სამხრეთ კორეასა და მის მიმდებარე ადგილებში, არამედ შეერთებული შტატების კონტინენტზე და ნაცარტუტად აქცევს მათ“.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ჩაკეტილი ჩრდილო კორეა რეგულარულად იმუქრება იაპონიის, სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების განადგურებით და არ შეუჩერებია თავისი აგრესიული განწყობილება კვირის წარუმატებელი სარაკეტო გამოცდის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ერთი დღის მერე, რაც ფხენიანმა სამხედრო აღლუმზე რაკეტების უზარმაზარი ჩვენება მოაწყო.

 

 

 

 

 


„ჩვენ განვიხილავთ ჩრდილო კორეის ყველანაირ მდგომარეობას, ორთავე მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ტერორიზმის სპოსნსორობას სახელმწიფოს მხრიდან, ისევე როგორც სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ რეჟიმზე ფხენიანში, რომ ჩავაბათ ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩავაბათ ჩვენთან ერთად განსხვავებულ ურთიერთობებში, ვიდრე წარსული მოლაპარაკებები იყო“, განუცხადა ტილერსონმა რეპორტიორებს ოთხშაბათს, ვაშინგტონში.

 


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, აზიაში ამერიკის მოკავშირეებთან ტურნეს დროს არაერთხელ განაცხადა, რომ ჩრდილო კორეის მიმართ „სტრატეგიული მოთმინების ერა“ დასრულებულია.

 


აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა ლონდონში ვიზიტისას თქვა, რომ სამხედრო არჩევანი ჩრდილო კორეაზე ზეწოლის შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

 

 

 

 

 


„ამ დიქტატორისთვის ამგვარი ძალაუფლების ქონის ნების დართვა არ არის ისეთი რამ, რასაც ცივილიზებული სახელმწიფოები დაუშვებენ“, განაცხადა მან კიმ ჩენ ინის შესახებ.

 


რაიანმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ჩრდილო კორეას აშშ-ის მოკავშირეებზე ბირთვული იარაღით თავდასხმის შესაძლებლობა გააჩნდეს.

 


ჩრდილო და სამხრეთ კორეა ტექნიკურად ჯერ კიდევ საომარ პირობებში იმყოფებიან, რადგან მათი 1950-53 წლების კონფლიქტი დროებითი ზავით და არა სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰვანგ კიო-ანმა სამშაბათს, უმაღლეს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე არაერთხელ მოუწოდა სამხედრო და უსაფრთხოების მინისტრებს შეინარჩუნონ სიფხიზლე.

 


თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალები 28 აპრილამდე ყოველწლიურ წვრთნებს ატარებენ, კოდირებული სახელით „Max Thunder“. ჩრდილო კორეა ამგვარ წვრთნებს აფასებს, როგორც მზადებას დაპყრობისთვის.

 


„ჩვენ ვახორციელებთ პრაქტიკულ და უფრო ინტენსიურ წვრთნას, ვიდრე ეს ოდესმე ჩაგვიტარებია“, უთხრა სამხრეთ კორეელმა მფრინავმა, პოლკოვნიკმა ლი ბუმ-ჩულმა რეპორტიორებს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წვრთნების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ ომის შეკავებას და თავს დავაღწევთ ჩვენი მტრების განზრახვას, მოახდინონ ჩვენი პროვოცირება“.

 


ჩრდილო კორეამ განაცხადა, რომ მან განავითარა რაკეტა, რომელსაც შეუძლია შეერთებული შტატების კონტინენტზე დარტყმის მიყენება, თუმცა ექსპერტებს და ოფიციალურ პირებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

 


ჩრდილო კორეის თემა განხილვის საგანი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ოთხშაბათს შეერთებული შტატები და რუსეთი გაეროს-ს უშიშროების საბჭოზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აშშ-ის მიერ შედგენილი განცხადების თაობაზე, რომელიც გმობს ჩრდილო კორეის ბალისტიკური რაკეტის ბოლო წარუმატებელ გამოცდას. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი დაეთანხმა განცხადებას, თუმცა კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა ამგვარ განცხადებებს 15-წევრიანი საბჭო სრული შემადგენლობით დაეთანხმოს.

 


„როიტერსი“ წერს, რომ გარკვეული დაბნეულობაა შეერთებული შტატების ავიამზიდის ჯგუფის ადგილმდებარეობის თაობაზე მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მან გაგზავნა „არმადა“ ჩრდილო კორეის გასაფრთხილებლად, გემები კი ჯერ კიდევ შორს არიან კორეული წყლებიდან.

 

 

 

 

 


შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ ახსნა, რომ „USS Carl Vinson“-ის დარტყმის მიმყენებელ ჯგუფს პირველად ავსტრალიაში უნდა დაესრულებინა უფრო მოკლევადიანი ტრეინინგის დაგეგმილი პერიოდი და ის, ახლა, ბრძანების თანახმად, წყნარი ოკეანის დასავლეთით მიემართება.

 


ჩინეთის გავლენიანი გაზეთი „გლობალ თაიმსი“, რომელიც კომუნისტური პარტიის გაზეთ People's Daily-ის მიერ გამოიცემა, არ გამორიცხავს, რომ არასწორი მიმართულება განზრახ დასახელდა.

 

 

 

 

 


„როგორც ჩანს, სიმართლე ის უნდა იყოს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა და პრეზიდენტმა ერთობლივად შექმნეს ყალბი ახალი ამბავი და ეს, ეჭვგარეშეა იშვიათი სკანდალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ტრამპის და შეერთებული შტატების ღირსებას გაანადგურებს“, წერს გაზეთი.

 

 

გასული კვირის ბოლოს ჩინეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“, რადგან დაძაბულობა ჩრდილო კორეის გარშემო იზრდება.

 


როგორც BBC იუწყება, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვონგ იიმ განაცხადა, რომ თუ ომი მოხდება, გამარჯვებული არავინ იქნება.



ვონგმა თქვა: „არსებობს შეგრძნება, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს. მე ვფიქრობ, რომ ყველა სათანადო მხარე უაღრესად ფხიზლად უნდა იყოს აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

 

„ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს განზე გადგნენ ერთმანეთის პროვოკაციებისა და მუქარებისაგან, იქნება ეს სიტყვებით თუ ქმედებებით და არ დაუშვან სიტუაციის შეუქცევად და წარმოუდგენელ ფაზაში გადაყვანა“.

 

 

ჩინეთის უმამაღლესი რანგის დიპლომატის აღნიშნული კომენტარი პარასკევს, ფხენიანის შეერთებული შტატებისადმი მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას მოჰყვა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზე“ გაკეთებული განცხადებები დაძაბულობის „ღვარძლიან ციკლს“ ქმნის კორეის ნახევარკუნძულზე, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ The Associated Press-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ თუკი შეერთებული შტატები აჩვენებს თავისი „უგუნური“ სამხედრო აგრესიის რაიმე ნიშანს, ფხენიანი მზადაა თავად წამოიწყოს მისივე უპირატესი იერიში.

 


ვიცე-მინისტრის ჰან სონ რიოლის თქმით, ფხენიანმა აღმოაჩინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „უფრო ბოროტი და უფრო აგრესიულია“, ვიდრე ბარაქ ობამასი იყო. მან დაამატა, რომ ჩრდილო კორეა განაგრძობს ბირთვული არსენალის მშენებლობას „ხარისხობრივად და რაოდენობრივად“ და აღნიშნა, რომ ფხენიანი მზადაა ომისათვის, თუ კი ეს ისაა, რაც ტრამპს უნდა რომ იყოს.

 


ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის და 1950-53 კორეის ომის პერიოდიდან იღებს სათავეს, რაც დროებითი ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა. მაგრამ დაძაბულობამ სწრაფად მას შემდეგ იმატა, რაც ტრამპმა იანვარში თეთრი სახლი ოფიციალურად დაიკავა.

 

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „გადაჭრის“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს ან ჩინეთის დახმარებით, ანდა მისი დახმარების გარეშე.

 


„თუ ჩინეთი არ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის საკითხს, მაშინ ჩვენ გადავჭრით. ეს არის ყველაფერი ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით“, უთხრა ტრამპმა დიდი ბრიტანეთის გაზეთ Financial Times-ს აპრილის დასაწყისში.

 

 

როგორც BBC იუწყება, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ იგი წარმატებას მიაღწევს მარტო, მან უპასუხა: „სავსებით“.

 


„ჩინეთს დიდი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კორეაზე. და ჩინეთი ან გადაწყვეტს ჩვენს დახმარებას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, ან არა. და თუ კი ისინი დაგვეხმარებაინ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩინეთისთვის, და თუკი არა, ეს არავისთვის არ იქნება კარგი“, უთხრა ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსს“.

 

 

შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იგი „ერთი ერთზე“ ცალმხრივ ქმედებას, ტრამპმა განაცხადა: „მე მეტი აღარ უნდა ვთქვა რაიმე. სავსებით“.

 


მას არ გაუმჟღავნებია დამატებითი დეტალები, თუ რა ქმედებებს განახორციელებს.

 

 

მარტში, აზიის ქვეყნებში ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არ გამორიცხა.

 


ერთი თვით ადრე, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მისი მხრიდან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას „მტკიცე და ჭარბი“ პასუხი გაეცემოდა.

 

 

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გასული კვირის ბოლოს სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა, რაც ფხენიანის სარაკეტო პროგრამის განვითარების მზარდ წუხილს უკავშირდება.

 


როგორც BBC იუწყება, „კარლ ვინსონი“-ს (Carl Vinson) ბომბდამშენი ლეგიონი მოიცავს ავიამზიდს და სხვა საომარ ხომალდებს.

 

 

შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ თავისი ძალების წყნარი ოკეანის დასავლეთით განთავსება აღწერა, როგორც ფრთხილი ზომა რეგიონში მზადყოფნის შესანარჩუნებლად.



პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს მარტო ჩრდილო კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად.

 

 

 

 

 

 

„რეგიონში ნომერ პირველ საფრთხედ ისევ რჩება ჩრდილოეთ კორეა, თავისი სარაკეტო გამოცდების უგუნური, უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი პროგრამის და ბირთვული იარაღის შესაძლებლობის გამო“, განაცხადა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა დეივ ბენჰამმა.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და ექსპერტები ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოცდის განხორციელებას პროგნოზირებენ, რადგან ფხენიანი ნაბიჯებს დგამს ისეთი ბირთვული რაკეტის შესაქმნელად - და ამ მიზანთან ის ახლოს არის - რომელიც შეერთებულ შტატებს მისწვდება.

 


აპრილის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა თავისი აღმოსავლეთ პორტიდან, სინპოდან, იაპონიის ზღვაში გაუშვა.

 


რაკეტის გამოცდა, რომელიც იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს, ჩინეთის პრეზიდენტის, ქსი ძინპინგის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინა დღეს მოხდა.

 

 

ტრამპმა ძინპინგთან, იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ფხენიანის ისტორიული მოკავშირეა და რომელზეც ვაშინგტონი ზეწოლის განხორციელებას ცდილობს, განიხილა თუ როგორ უნდა შეაკავონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. თუმცა პეკინი თავისი მეზობლის იზოლაციის წინააღმდეგია, შიშობს რა, რომ მისმა კოლაფსმა შესაძლოა ლტოლვილთა კრიზისი წარმოშვას და შეერთებული შტატების სამხედროები მის ზღურბლთან მოიყვანოს.

 

 

 

 

 


გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტონგცანგ-რის რეგიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ ამას „საფრთხის ახალი სტადია“ უწოდა.

 

 

ახლახან, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის ბიზნესის 11 წარმომადგენელს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა, მაშინ როცა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი კანონს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ისევ შეჰყავს იმ სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ტერორიზმს ასპონსორებენ.

 

 

აღნიშნულს ფხენიანმა გაფრთხილებით უპასუხა და აღნიშნა, რომ სამაგიეროს გადაიხდის თუკი საერთაშორისო საზოგადოება სანქციებს დააწესებს, განაცხადა რა, რომ შეერთებული შტატები სიტუაციას ძაბავს და ის „ომის ზღვარზე“ მიჰყავს.

 

 

ჩრდილო კორეის საგარეო მინისტრის მოადგილე The Associated Press-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს ახალ ბირთვულ გამოცდას ახლო მომავლისთვის.

 


„ეს ისეთი რამაა, რასაც ჩვენი ცენტრალური შტაბი წყვეტს“, თქვა ჰანმა 40-წუთიანი ინტერვიუს დროს ფხენიანში, რომელიც შაბათისთვის მთავარი დღესასწაულისა და დიდი სამხედრო აღლუმისთვის ემზადება.

 


ჩრდილო კორეამ გასულ წელს ორი ბირთვული გამოცდა მოაწყო. პირველი ტესტის ჩატარებისას იგი ამტკიცებდა, რომ წყალბადის ბომბი გამოსცადა, ხოლო მეორე შემთხვევაში მან ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა ჩაატარა მათ შორის, რაც კი ოდესმე ჰქონია. დიდია მოლოდინი იმისა, რომ შაბათის სამხედრო აღლუმზე ფხენიანმა მისი უახლოესი რაკეტების ჩვენება მოაწყოს.

 

 

ჰანმა ასევე თქვა, რომ ტრამპის „თვითერის“ განცხადებები ცეცხლზე ნავთს ასხამს.

 


ტრამპმა სამშაბათს „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩრდილო კორეა „შფოთს დაეძებს“ და კვლავ გააკეთა მოწოდება პეკინისადმი მეტი ზეწოლა განახორციელოს ჩრდილო კორეის ეკონომიკაზე, შეაჩეროს ვაჭრობა და გააძლიეროს გაეროს სანქციების ცხოვრებაში გატარება ფხენიანის დასარწმუნებლად, ხელი აიღოს ბირთვულ შეიარაღებაზე.

 


ტრამპი დაიმუქრა, რომ თუკი პეკინს არ სურს მეტის გაკეთება ჩრდილო კორეაზე ზეწოლის განსახორციელებლად, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა თავის თავზე აიღოს ინიციატივა და მარტომ იმოქმედოს.

 

 

 

 

 


„ტრამპი ყოველთვის ქმნის პროვოკაციებს თავისი აგრესიული სიტყვებით“, თქვა ჰანმა და დაამატა: „ეს არა ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, არამედ შეერთებული შტატებია, რომელიც ქმნის შფოთს... ჩვენ წავალთ ომში, თუკი ისინი ამ გზას აირჩევენ“.

 


„ჩვენ უკვე გაგვაჩნია მძლავრი ბირთვული შემაკავებელი... და რაც არ უნდა წამოვიდეს შეერთებული შტატებიდან, ჩვენ მას გავუმკლავდებით. ჩვენ სრულად ვართ მზად ამისათვის“.

 

 

ჰანმა განაცხადა, რომ სანქციები წარუმატებელი აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკის გასანადგურებლად და ამის დასტურად მან ფხენიანის ახალი, მზარდად მშენებარე საცხოვრებელი უბნები მოიყვანა, რომლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაახლოებით 100 000 მცხოვრების წინაშე და უცხოელი ჟურნალისტების დიდი ჯგუფის თანდასწრებით ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. უცხოურ პრესას საზეიმო ღონისძიების გაშუქების უფლება მისცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს და ახლო მრჩეველს, ჯერედ კუშნერს, სულ მცირე სამი, მანამდე გაუმჟღავნებელი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში სერგეი კისლიაკთან, როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის, ისე მის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ შეერთებული შტატების შვიდმა ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა მისი ჯარისკაცებისადმი მიმართვისას გაუპატიურებაზე წარმოთქმული ხუმრობის გამო.

ყველაზე კითხვადი
  1. „ვშიშობ, რომ საქართველოს გამთლიანება, დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩება!“
  2. ნინო ბურჯანაძე რევოლუციურ სცენარს პროგნოზირებს - „როდესაც მდიდარი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მთელი ქვეყანა იყიდოს და ჯიბეში ჩაიდოს, საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის ერთი პირის საწარმოდ გადაკეთებას“
  3. ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იმ დროს გამოსცადა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
  4. დონალდ ტრამპი: „არსებობს შანსი, რომ ჩვენ დიდ, დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ ჩრდილოეთ კორეასთან. აბსოლუტურად“
  5. სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „საქმის ადამიანები“ არიან
  6. ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ტურისტულად აქტიური ზონა გახდება
  7. პაციენტების ოპერაცია, რომელთაც თბილისის კლინიკაში ექიმებმა მოტყუებით განუცხადეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, ფატალური შედეგით დასრულდა - კლინიკის დირექტორი დაკავებულია
  8. სტიქიამ ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედელი დააზიანა
  9. ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით და დაფინანსებით, თერჯოლისა და ტყიბულის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლი შეიქმნა
  10. ჩინეთი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სიტუაცია „კრიტიკულ მომენტშია“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი