ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან მდებარე სამხედრო ბაზას თალიბი მებრძოლები დაესხნენ თავს. სამხედო ბაზაზე იერიშს 140 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ალჯაზირა" ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა ათობით ადამიანი.
ოფიციალური პირების ინფრომაციით, ტერორისტებმა სამხედრო ბაზას პარასკევის ლოცვის შემდეგ შეუტიეს, როდესაც ჯარისკაცების ნაწილი ბაზაზე მდებარე მეჩეთში, ნაწილი კი სასადილოში იმყოფებოდა.
თავდასხმის დროს ტერორისტები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. ისინი ბაზაზე შეიჭრნენ, რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.