ჩინეთი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სიტუაცია „კრიტიკულ მომენტშია“
28-04-2017, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა პარასკევს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების გამო სიტუაცია „კრიტიკულ მომენტშია“ და განაცხადა, რომ მხოლოდ დიალოგი და მოლაპარაკებებია „პრაქტიკული“ გზა დაძაბულობის დასასრულებლად.

 


„როიტერსის“ თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უან იიმ პირობა დადო, რომ პეკინი სრულად განახორციელებს გაერო-ს სანქციებს ჩრდილო კორეაზე.

 


„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეის) ბოლოდროინდელი მცდელობების გამო, დააჩქაროს სარაკეტო და ბირთვული პროგრამების განვითარება, ჩინეთი ეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს გაუვრცელებლობის ძალისხმევებს“, უთხრა უანმა რეპორტიორებს.

 


„კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარება დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით წარმოადგენს მართებულ არჩევანს, რომელიც პრაქტიკული და სიცოცხლისუნარიანია“, თქვა მან.

 


ტილერსონი, სახელმწიფო მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ზეწოლას განახორციელებს 15-წევრიან უშიშრორების საბჭოზე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უფრო მძლავრი სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებით შემდგომ იზოლაციაში მოაქციონ ფხენიანი.

 

 

 

 

 


მინისტრების დონეზე შეხვედრას წინ უძღოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ „როიტერსთან“ ხუთშაბათს გაკეთებული კომენტარი, სადაც დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან, მისი ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების გამო, „დიდი, დიდი კონფლიქტი“ არ გამორიცხა.

 


შეერთებულმა შტატებმა, რომელიც აპრილში უშიშროების საბჭოს პრეზიდენტია, დაჟინებით მოუწოდა წევრებს „აჩვენონ თავიანთი სიმტკიცე, უპასუხონ შემდგომ პროვოკაციებს მნიშვნელოვანი ახალი ზომებით“.

 


დიპლომატები ამბობენ, რომ შემდგომ პროვოკაციებად მიჩნეულია ბირთვული გამოცდა ან შორი დიაპაზონის რაკეტის გაშვება.

 


როგორც აპრილის დასაწყისში შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა „როიტერსს“ უთხრეს, ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო კორეის სტრატეგიაზე ფოკუსირებულია უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებით, შესაძლოა ნავთობზე ემბარგოს დაწესებით, მისი ავიახაზების მსოფლიოში აკრძალვით, სატვირთო გემების შეჩერებით და იმ ჩინური ბანკების დასჯით, რომლებიც ფხენიანთან ბიზნესს აკეთებენ.

 


შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს ჩინეთს, როგორც ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ ყველაზე მთავარ მოკავშირეს, დაეხმაროს ფხენიანის შეკავებაში.

 


ვაშინგტონი ასევე განაგრძობს ობამას ადმინისტრაციის დროს დაწყებული ზეწოლის განხორციელებას კამბოჯაზე, ლაოსზე და მალაიზიაზე, რომელთაც დიპლომატიური და ფინანსური ურთიერთობები აქვთ ფხენიანთან, რათა მოახდინოს მათი დიპლომატიური კავშირების დაქვეითება ან გაწყვეტა.

 


2006 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს სანქციების ობიექტია, რომლის მიზანია ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განხორციელების შეფერხება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი