ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იმ დროს გამოსცადა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
29-04-2017, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ შაბათს ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რითაც უგულვებელყო ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის - კარჩაკეტილი ქვეყნის მთავარი დიპლომატიური მოკავშირის - გაფრთხილებები შეაჩეროს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.

 


როგორც „როიტერსი“ სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ბოლო გამოცდა როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც მარტის შემდეგ ფხენიანის უკვე ოთხი ერთმანეთზე მიყოლებული წარუმატებელი სარაკეტო გამოცდაა.

 


სარაკეტო გამოცდა ფხენიანმა იმ დროს მოაწყო, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გააფრთხილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეჩერების წარუმატებლობა შესაძლოა, „კატასტროფული შედეგების“ გამომწვევი აღმოჩნდეს.

 

 

„მხოლოდ დროის საკითხია, რომ ჩრდილოეთ კორეამ განავითაროს მისი შესაძლებლობა, დარტყმა მიაყენოს შეერთებული შტატების კონტინენტს“, განაცხადა ტილერსონმა და დაამატა, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალას გამოიყენებს.  

 

 

 

 

 


შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, რომელთაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს, განაცხადეს, რომ რაკეტა სავარაუდოდ, საშუალო მანძილის, KN-17 ტიპის იყო, და როგორც ჩანს, გაშვებიდან რამდენიმე წუთში დაიმსხვრა.

 


სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანი ცეცხლს ეთამაშება და გააფრთხილა ჩრდილოეთი გაერო-ს უფრო მკაცრი სანქციების შესახებ.

 


სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტა ფუკცანგის რეგიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 71 კილომეტრის მანძილს მისწვდა, სანამ აფრენიდან რამდენიმე წუთში ნაწილებად დაიშლებოდა. სამხედროებმა თქვეს, რომ რაკეტის გაშვება გაერო-ს რეზოლუციების ნათელი დარღვევაა და გააფრთხილეს ჩრდილოეთი არ იმოქმედოს აჩქარებულად.

 


ჩრდილოეთ კორეა 2017 წლის დასაწყისიდან უპეცედენტო ტემპებით ახორციელებს ბირთვული იარაღისა და რაკეტების გამოცდას და მიიჩნევენ, რომ მან გარკვეულ პროგრესს მიაღწია საშუალო მანძილის რაკეტებისა და წყალქვეშა გემიდან რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განვითარების მხრივ.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, რომელმაც „როიტერსთან“ ინტერვიუში ხუთშაბათს, ჩრდილოეთ კორეა მის ყველაზე დიდ მსოფლიო გამოწვევად დაასახელა, განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება ჩინეთის შეურაცხყოფაა.

 


„ჩრდილოეთ კორეამ უპატივცემულობა გამოხატა ჩინეთისა და მისი დიდად პატივსაცემი პრეზიდენტის სურვილებისადმი, როდესაც მან დღეს რაკეტა გაუშვა, თუმცა კი წარუმატებლად. ცუდია!“ განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“ ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდის შემდეგ.

 

 

 

 

 


ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი მთავარი მოკავშირე, ჩინეთი შეძლებს ფხენიანზე ზეწოლას, მაგრამ პეკინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოს მისი გავლენა, რომელიც მას თავის მეზობელზე გააჩნია.

 


სარაკეტო ტესტის გამოცდამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უან იიმ ჩრდილოეთ კორეის საკითხზე შეკრებილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ მხოლოდ ჩინეთზე არ არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაწყვეტა.

 


„გასაღები, ნახევარკუნძულზე ბირთვული საკითხის გადაწყვეტისა, ჩინური მხარის ხელებში არ არის მოქცეული“, განაცხადა უანმა.

 


ორივემ, ჩინეთმა და რუსეთმა საყვედური გამოთქვა აშშ-ის სამხედრო ძალის საფრთხეზე.

 


ფხენიანის სარაკეტო გამოცდაზე ჩინეთის მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია არ ყოფილა. იაპონიამ დაგმო აღნიშნული გამოცდა და მას მიუღებელი უწოდა.

 


ტრამპმა, „როიტერსთან“ ინტერვიუში, გულუხვად შეაქო ჩინეთის ლიდერი ქსი ძინპინგი მისი ჩრდილოეთ კორეაზე „ძალიან მძლავრი მცდელობების“ გამო, მაგრამ მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შესაძლოა, „დიდი, დიდი კონფლიქტი“ მოხდეს.

 


ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ოთხი კვირაა უკვე რაც ძლიერი დაძაბულობაა იმ შიშების გამო, რომ ფხენიანმა შესაძლოა, შორს მიმავალი რაკეტის გამოცდა მოაწყოს.

 


ძალის საჩვენებლად შეერთებული შტატები კორეის ნახევარკუნძულის წყლებში USS Carl Vinson-ის ავიამზიდ ჯგუფს გზავნის, სადაც მას შეუერთდება USS Michigan-ი, ბირთვული წყალქვეშა გემი, რომელიც სამშაბათს მიადგა სამხრეთ კორეას.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეერთებულმა შტატებმა, როგორც „როიტერსს“ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, შესაძლოა, უფრო მეტი გემი და თვითმფრინავი განალაგოს რეგიონში.

 


ჩრდილოეთ კორეამ თებერვალში მსოფლიო სახელმწიფოები შეაშფოთა, როცა მან წარმატებით წამოიწყო ახალი საშუალო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც, როგორც ფხენიანმა განაცხადა, ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია. 6 მარტს მან ასევე წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. უცნობია, თუ რამ გამოიწვია მას შემდეგ, ერთმანეთზე მიყოლებული წარუმატებელი სარაკეტო გამოცდები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი