საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში - "ევრაზია შემდეგი ზღვარი". სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ათასწლეულის დადგომიდან მოყოლებული, სტაგნაციის წლების შემდეგ, პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდა შემოიფარგლებოდა სექტორების მცირე ჯგუფით და ნაკლებად ჰქონდა არსებითი გავლენა ზოგადად ეკონომიკაზე.
"უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე მოვლენამ. მართლაც, სახეზეა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძვრები. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო დადებით ძვრებზე. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს ესოდენ აუცილებელ ბიძგს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ლაპარაკია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით. ვაჭრობასთან დაკავშირებული სტრატეგიების ზედმიწევნითი რეფორმების გატარებით, როგორც ეს მოიაზრება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისათვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დავოსში გამართული საჭირო, ღია და არსებითი საუბრები გლობალური ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.