ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ტურისტულად აქტიური ზონა გახდება
01-05-2017, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი და მოადგილე კახაბერ კუპატაძე სოფ. ნახშირღელეში, ჩუბინიძეები-ხუჯაძეების უბანში იმყოფებოდნენ.

 


როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური იუწყება, თემურ ქოჩიაშვილმა უბნის მცხოვრებლებს განუცხადა, რომ ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ტურისტულად აქტიური ზონა გახდება.

 

 

 

 

 


მათივე ცნობით, მღვიმის არქიტექტურული პროექტი დასრულებულია და უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებლად, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 990.000 ლარი მთლიანად საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაიფარება, რაც გათვალისწინებულია სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 2017 წლის ბიუჯეტში.

 


„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია სოფლისათვის. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და შემდგომში ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურე პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობიდან შეირჩევა. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კი გაიზრდება ტურისტების ნაკადი, რაც ადგილობრივებისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებისა და ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის უდიდესი ძალისხმევით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, აღნიშნა თემურ ქოჩიაშვილმა.

 

 

 

 

 


გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პირველი პირები უბნის მცხოვრებლების პრობლემებითაც დაინტერესდნენ. გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, კერძოდ სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების პრობლემა. „სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების პრობლემა აქტუალურია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ეტაპობრივად ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდება“, აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში თემურ ქოჩიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 2
#2  სვეტლანა ბრეგვაძე
      
ძალიან კარგი საქმე გაკეთდება ამ მღვიმის რესტავრაციით. ღმერთმა მოგიმართოთ ხელი ბატონო გამგებელო.
2 მაი 2017 03:02
#1   ლამარა არაბიძე
      
მივესალმებით ნავენახევის მღვიმის აღდგენა -ამუშავებას, რომელიც , უპირველესად , სოფლის მოსახლეობისთვის დიდ საქმეს გააკეთებს . მოსაწესრიგებელია წყლისა და სოფლის შიდა, საუბნო გზების საკითხი. წინასწარ , დიდი მადლობა ამ წამოწყებისათვის.
2 მაი 2017 02:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი