პრინცი ფილიპი სამეფო უფლებების შესრულებას თავს ანებებს - დედოფალმა 96-ე წელში მყოფი ედინბურგის ჰერცოგის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
04-05-2017, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ედინბურგის ჰერცოგი შემოდგომიდან სამეფო უფლებების შესრულებას თავს ანებებს. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

 


როგორც BBC იუწყება, ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილება ფილიპმა თავად მიიღო და მას დედოფალმა მხარი დაუჭირა.

 


ჰერცოგი, რომელიც მომავალ თვეს 96 წლის ხდება, აგვისტოს ბოლომდე დაესწრება მანამდე დაგეგმილ შეხვედრებს, მაგრამ არ მიიღებს მიწვევებს.

 


ბუკინგემის სასახლის ცნობით, დედოფალი „განაგრძობს ოფიციალური შეხვედრების სრულ პროგრამაში“ მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

როგორც BBC წერს, ჰერცოგმა 2016 წელს 110 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამის გამო იგი სამეფო ოჯახის მე-5 ყველაზე დაკავებული წევრი გახდა.

 


იგი არის 780 ორგანიზაციის მფარველი, პრეზიდენტი თუ წევრი და განაგრძობს მათთან თანამშრომლობას, მაგრამ „უკვე აღარ ითამაშებს აქტიურ როლს შეხვედრებზე დასწრების კუთხით“, აცხადებენ ბუკინგემის სასახლეში, რომლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჰერცოგი „ხანგამოშვებით შესაძლოა გარკვეულ საჯარო ღონისძიებებს დაესწროს“.

 


პრინცი ფილიპი ბრიტანეთის ისტორიაში გვირგვინოსნის ყველაზე ხანგრძლივად მოსამსახურე მეუღლეა. როგორც BBC იუწყება, მისი გადადგომის საკითხი „ჯანრთელობის მდგომარეობას“ არ უკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი