ჩრდილოეთ კორეამ, კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით, „ახალი შესაძლებლობების ბალისტიკური რაკეტა“ გამოსცადა
15-05-2017, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ რაკეტა, რომელიც მან კვირას გამოსცადა, ახალი შესაძლებლობების რაკეტა იყო, რომელსაც დიდი ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია.

 


როგორც BBC იუწყება, რაკეტამ, რომელიც მკვეთრი კუთხით იქნა გაშვებული, 2, 000 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, დაახლოებით 700 კმ გაიარა და იაპონიის ზღვაში დაეშვა.

 


ჩრდილოეთ კორეამ ორშაბათს განაცხადა, რომ ეს იყო „ახლად განვითარებული ბალისტიკური რაკეტის“ შესაძლებლობების გამოცდა.

 


სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ დადასტურება ჩრდილოეთის მტკიცებების, მაგრამ მათი თქმით, ნამდვილად ჩანს, რომ ჩრდილოეთის რაკეტებს შეუძლიათ დატოვონ და ხელახლა შევიდნენ ატმოსფეროში, რომელიც გადამწყვეტია კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად, იუწყება BBC ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით.

 


ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო KCNA-ის ცნობით, „ახლადშექმნილი საშუალო/შორი მანძილის სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტა, ჰუასონგ-12-ის“ გამოცდა გეგმის მიხედვით წარიმართა.

 


„გამოცდის მიზანი იყო შემოწმებულიყო დიდი ზომის მძიმე ბირთვული ქობინების ტარების შესაძლებლობის მქონე ახლადშექმნილი ბალისტიკური რაკეტის ტაქტიკური და ტექნოლოგიური სპეციფიკები“, აღნიშნავს სააგენტო.

 


ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეა ავითარებს როგორც ბირთვულ, ისე სარაკეტო პროგრამებს. მან უკვე 5 ბირთვული გამოცდა მოაწყო. მაგრამ როგორც BBC წერს, გაურკვეველი რჩება, გააჩნია თუ არა მას შესაძლებლობა შექმნას ისეთი მცირე ზომის იარაღი, რომელიც რაკეტაზე იქნება დაყენებული და მას არასდროს გამოუცდია შორ მანძილზე მიმავალი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მაგალითად, მისწვდება შეერთებულ შტატებს.

 


მიიჩნევენ, რომ კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების დიაპაზონი დაახლოებით 6, 000 კილომეტრს მოიცავს, მაგრამ ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ რაკეტა, რომელიც ფხენიანმა კვირას გამოსცადა, დაახლოებით 4, 000 კილომეტრზე იმოგზაურებდა, თუ კი მისი გაშვება მოხდებოდა სტანდარტული ტრაექტორიით და არა მაღლა.

 


KCNA-ის ცნობით, როგორც ყოველთვის, გამოცდას ზედამხედველობას უწევდა ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი.

 


სააგენტოს ინფორმაციით, კიმმა რაკეტის გამოცდაში ჩართულ მეცნიერებს და ტექნიკოსებს უთხრა, რომ „არ იყვნენ თვითკმაყოფილნი“ და შექმნან შემდგომი „ბირთვული იარაღები და მიტანის მეთოდები“, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები „მართებულ არჩევანს“ არ გააკეთებს.

 


კვირას გავრცელებულ განცხადებაში, თეთრმა სახლმა თქვა, რომ ფხენიანი დიდი ხანია „აშკარა საფრთხეს“ წარმოადგენს და ეს „ბოლოდროინდელი პროვოკაციები“ უნდა „ემსახურებოდეს, როგორც მოწოდებას, ყველა სახელმწიფოსთვის, განახორციელონ გაცილებით უფრო მძლავრი სანქციები“.

 


შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში ნიკი ჰელიმ კვირას განაცხადა, რომ სანამ კიმი არ დააკმაყოფილებს აშშ-ის პირობებს, „ჩვენ მასთან ერთად არ დავჯდებით“.

 


სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგებისკენ არის მოწოდებული და ფხენიანში ჩასვლის შესაძლებლობაც არ გამორიცხა, განაცხადა, რომ ეს „უგუნური პროვოკაცია“ იყო, მაშინ როცა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი რეალური მოკავშირე, დაჟინებით მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებულობისაკენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი