„ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი" - ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა
16-05-2017, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმის შესახებ, ბევრი საეჭვო გარემოებაა.

 


ადვოკატის განმარტებით, მთავარი კითხვის ნიშანი იყო, თუ რატომ არ გამოიძახა ლაშა თორდიამ საპატრულო პოლიცია, ან სამედიცინო დახმარება ინცინდენტის დარსულებისთანავე.

 


ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატების თქმით, მათ დაადგინეს, რომ ინცინდენტი მოხდა 01:30 სთ-ზე, გენერალურმა აუდიტორმა კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას პირველად გამთენიისას, 06:45-ზე მიმართა.

 

 

„რატომ არ გამოიჩინა ბატონმა ლაშა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რატომ არ მიმართა სამართალდამცავებს ინცინდენტის დასრულებისთანავე? როგორც ის ამბობს, რომ არა დაცვის თანამშრომლები, მის ჯამრთელობას, მის სიცოცხლეს, თურმე, საფრთხე შეექმნებოდა. დამთავრდა ინცინდენტი, ამოიწურა და მისი მხრიდან არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს,“ განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა.

 

 

ფარცხალაძის მეორე ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

 


ადვოკატების განმარტებით, მათ მიერ გამოკითხულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის, „ელ ცენტროს” თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ მასშტაბურ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

მათივე ინფორმაციით, გამოკითხული პირები ამბობენ, რომ თორდიას მხიდან წამოსული აგრესია ფირცხალაძის პირადი დაცვის მიერ განეიტრალდა.

 

 

„იყო მცირე ჩოჩქოლი. დაცვამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით იყვნენ ამ ინცინდენტიდან. დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინცინდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი", განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი