2017 წელს ზემო სვანეთში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტში 4 მილიონ 350 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზეა გათვალისწინებული. ეს პროექტებია - ლეო ფილფანის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობა და უშბის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, რაზეც 762 000 ლარი დაიხარჯება.
ამის შესახებ Guardian.ge-ის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
(კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი)
როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, გარდა აღნიშნულისა, რეგიონული განვითარების ფონდიდან ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსდება. „ორი - ლენჯერი და ფარი დაწყებულია. ეცერში, იდლიანსა და ხაიშში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ორ კვირაში დაიწყება, დანარჩენ სამ ბაღზე ტენდერი გამოცხადებულია, ახლა შერჩევა-შეფასების რეჟიმია და ორ კვირაში დასრულდება. სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მილიონი ლარი დაიხარჯება, ორ ბაღზე კი 600 000 ლარი“, განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მესტიის გამგებლის თქმით, 728 000 ლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში სპორტსკოლები აშენდეს. „მშენებლობები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დარჩენილი თანხით ფინანსდება, თუმცა თანხა საკამარისი არ არის, ამიტომ წელს პირველი ეტაპი შესრულდება, პროექტების დასასრულებელი თანხა კი მოსაძიებელია. სპორტსკოლები აშენდება ნაკრაში, ხაიშში, ლენჯერსა და ფარში“, აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს მუნიციპალიტეტში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს დაბა მესტიაში აეროპორტამდე მისასვლელ გზას, ასფალტ-ბეტონის საფარით. აღნიშნულ პროექტზე 2 მილიონ 422 000 ლარი დაიხარჯება.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს ასევე უშგული-მესტიის დამაკავშირებელ გზას, რაზეც დაახლოებით, 9 მილიონი დაიხარჯება. ორივე პროექტი მიმდინარეობის პროცესშია. პირველი წელსვე დასრულდება, მეორე გარდამავალია“, უთხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა Guardian.ge-ს და დაამატა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიდან ბეჩოს თემში, დოლში, რკინა-ბეტონის არხის მშენებლობა მიმდინარეობს, რაზეც 923 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.