ტრამპმა ბრიუსელში პირდაპირ დატუქსა NATO-ს წევრი სახელმწიფოები, განაცხადა რა, რომ მათ აშშ-ის მიმართ „უზარმაზარი“ ვალი აქვთ
26-05-2017, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, ბრიუსელში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიმართ მძლავრი კრიტიკით გამოვიდა, ბრალი დასდო რა მათ, რომ თავიანთი ქვეყნების თავდაცვისთვის საკმარის თანხებს არ იხდიან და გამაფრთხილებლად განაცხადა უფრო მეტი თავდასხმების - ისეთის, როგორიც მიმდინარე კვირას მანჩესტერში მოხდა - შესახებ, თუკი ალიანსი უფრო მეტს არ გააკეთებს ისლამისტ მებრძოლთა შესაჩერებლად.

 


NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთ წევრ ქვეყანას „უზარმაზარი ოდენობის თანხა“ მართებს ვალის სახით შეერთებული შტატების და NATO-ს მიმართ.

 


„როიტერსი“ წერს, რომ მისი წინასწარ დაწერილი კომენტარი კონტრასტული იყო NATO-ს ქორეოგრაფიულად დადგმულ ძალისხმევებთან, წარმოეჩინა დასავლეთის ერთიანობა ბრიუსელში, NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში, აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის მემორიალის გასახსნელად ტრამპის მიპატიჟებით.

 


„ტერორიზმი უნდა შეჩერდეს, თორემ საშინელებები, რომელიც თქვენ იხილეთ მანჩესტერში და სხვა მრავალ ადგილას, სამუდამოდ გაგრძელდება“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ორშაბათს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაიმოწმა, რომლის დროსაც 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ.

 

 

 


„უსაფრთხოების ეს დიდი წუხილები არის იმავეს მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ძალიან, ძალიან პირდაპირი... იმის თქმით, რომ NATO-წევრებმა ბოლოს და ბოლოს თავიანთი სამართლიანი წილით უნდა შეიტანონ წვლილი“, განაცხადა ტრამპმა.

 


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაიცვა ტრამპი, განაცხადა რა რომ, თუმცა კი იგი „უკმეხი“ იყო, მაგრამ მას ჰქონდა „ძალიან მარტივი და ნათელი გზავნილი მოკავშირეთა მოლოდინებზე“.

 


მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, ერთ-ერთმა მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ ტრამპის შენიშვნები - რომელმაც ლიდერების სადილი მის დასრულებამდე დატოვა, რათა გაფრენილიყო იტალიაში შვიდეულის სამიტისთვის - სულაც არ ყოფილა კარგად მიღებული.

 


„ეს არ იყო მართებული ადგილი და დრო“, განაცხადა დიპლომატმა სიტყვით მიმართვისას.

 


კიდევ ერთი მოულოდნელი გადახვევისას ტრამპმა NATO-ს უწოდა ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ კოლექტიური თავდაცვისთვის შეიქმნა, რომელმაც თავის ამოცანებში უნდა მოიცვას იმიგრაციის შეზღუდვა.

 


თუმცა ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „არასოდეს მიატოვებს მეგობრებს, რომლებიც ჩვენ მხარეს დგანან“, მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, NATO-ს ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ ტრამპი უფრო მკაფიოდ დაუჭერდა მხარს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემას (მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა სხვა დანარჩენ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს), რომელსაც მან „დრომოჭმული“ უწოდა მისი კამპანიის დროს და შემდგომაც, როდესაც იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული, რასაც მაშინვე მოჰყვა სტოლტენბერგის მკაცრი კრიტიკა.

 


ამის ნაცვლად კი მან ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის თავდაცვის ხარჯების შემცირებას გაუსვა ხაზი.

 


ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს 28 წევრიდან 23 არასათანადოდ იხდის თანხას თავიანთი ქვეყნების თავდაცვისთვის და აღნიშნა, რომ ეს არ არის სამართლიანი ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მიმართ.

 


„ბოლო 8 წელიწადში შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე ალიანსის ყველა წევრმა ერთად აღებულმა. ნატოს-ს ყველა წევრ ქვეყანას გასულ წელს თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტი რომ დაეხარჯა თავდაცვაზე, ჩვენ დამატებით 119 მილიარდი დოლარი გვექნებოდა ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის“, განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომლის სიტყვით გამოსვლისას მის გვერდით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იდგა.

 


ნიკოლას ბერნსმა, დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწე ყოფილმა დიპლომატმა და აშშ-ის ელჩმა NATO-ში 2001-2005 წლებში, ახლა კი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სამთავრობო სკოლის პროფესორმა, განაცხადა, რომ ჰარი ტრუმენიდან მოყოლებული შეერთებული შტატების ყოველი პრეზიდენტი მე-5 მუხლის მხარდაჭერის აღთქმას დებდა და პირობას იძლეოდა, რომ აშშ დაიცავდა ევროპას.

 


თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპი „100 პროცენტითაა“ მომართული კოლექტიური თავდაცვისათვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი