ანგელა მერკელი: ტრამპის და „ბრექსიტის“ შემდეგ, ევროპას უკვე ვეღარ ექნება მისი მოკავშირეების, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის იმედი
28-05-2017, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „სრულად ვერ იქნება მინდობილი“ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთზე, მას შემდეგ რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპია არჩეული და „ბრექსიტი“ სახეზეა - ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის.

 


მერკელმა თქვა, რომ მას უნდოდა მეგობრული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, ისევე როგორც რუსეთთან, მაგრამ ევროპამ ახლა უნდა „იბრძოლოს თავისი საკუთარი ბედ-იღბლისთვის“.

 

 

(მერკელი ბავარიული ლუდის კარავში საუბრობდა)

 


მერკელის ეს განცხადება 2015 წლის პარიზის კლიმატის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმების თაობაზე დიდი შვიდეულის შიგნით 6 სახელმწიფოს ლიდერის გამოხატული ერთსულოვნებისადმი - 7-ს მინუს 1 - ტრამპის მიერ ცივი წყლის გადასხმას მოჰყვა, რომელმაც მისი პოზიციის დაფიქსირება მომავალი კვირებისთვის გადადო. კანცლერმა აღნიშნა, რომ იტალიაში გამართული „მოლაპარაკებები ძალიან რთული“ იყო.

 


„დროება, რომელშიც ჩვენ სრულად შეიძლება ვიყოთ მინდობილი სხვებზე, წარსულს ბარდება. მე ეს გამოვცადე ბოლო რამდენიმე დღეში“, უთხრა მერკელმა საარჩევნო კამპანიაზე შეკრებილ საზოგადოებას მიუნხენში, სამხრეთ გერმანიაში, როგორც ამას BBC იუწყება.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) კორესპონდენტის დამიენ მაკგინესის თქმით, მერკელის კომენტარები ევროკავშირის შიგნით საკუთარ თავში დარწმუნებულობის მზარდი ნიშანია.

 


მერკელმა თქვა, რომ ურთიერთობებში პრიორიტეტი ბერლინსა და საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის უნდა იყოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი