ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
31-05-2017, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლებელ ღონეს ხმარობს, რათა დააკმაყოფილოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში საარჩევნო კამპანიის ჩატარების უზრუნველყოფა რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, ამავე დროს აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ადრეა მისი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე საუბარი.

 


„თქვენ იცით, რომ ჩვენთან ყველა ბოლო საარჩევნო კამპანია რუსეთის კონსტიტუციასთან მკაცრ შესაბამისობაში, მკაცრ შესაბამისობაში ტარდება. და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ 2018 წლის საარჩევნო კამპანიის ჩატარება ვუზრუნველვყო ამავე სახით - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონთან და კონსტიტუციასთან მკაცრ შესაბამისობაში“, თქვა პუტინმა გაზეთ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, მან დაამატა, რომ „ყველა ადამიანი, რომელთაც გააჩნიათ ეს უფლება, ყველა ადამიანი, რომლებიც გაივლიან შესაბამის, კანონით განსაზღვრულ პროცედურებს, უდავოდ შეძლებენ და მონაწილეობას მიიღებენ, თუკი მათ ეს ენდომებათ, ყველა დონის არჩევნებში: საკანონმდებლო ორგანოების, პარლამენტის და საპრეზიდენტო არჩევნებში“.

 


ამავე დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ადრეა საუბარი მის არჩევნებში მონაწილეობაზე: „რაც შეეხება კანდიდატებს, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა“, თქვა მან.

 

 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ტარდება. მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატა ЛДПР-ის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, „იაბლოკოდან“ გრიგორი იავლინსკიმ, ასევე ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც „Кировлес“-ის საქმეზეა მსჯავრდებული და ექსპერტების აზრით, განაჩენი მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი