საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არგენტინის ნაკრებთან გამართული შეხვედრა 11 ქულის სხვაობით წააგო. ავჭალის სტადიონზე მიმდინარე მატჩი არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით 37:26 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა 2 ლელოს დადება შეძლეს და რამდენიმე საჯარიმო უპირატესობის მოპოვების შედეგად აფრასიძის ზუსტად შესრულებული დარტყმების წყალობით, ქულების რაოდენობის გაზრდა მოახერხეს, მატჩის მე-2 ნახევარში საკმაოდ შემტევი თამაში აჩვენეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს.
თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.