ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
07-06-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევიდან დაბრუნდა, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრისას მისი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილებოდა, თუმცა აცხადებს, რომ მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დედაქალაქში.

 


„მაქვს შემოთავაზება, რომ თბილისის მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობისაგან“ მიიღო.

 


მისი თქმით, მას უკრაინაში შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა და საუბარი ეხებოდა მის კანდიდატურას თბილისის მერის არჩევნებში. „მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს, გადაწყვეტილება არც იმაზე არ მიმიღია, ვიქნები თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. როგორც გეუბნებით, ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ“, უთხრა ჟურნალისტებს ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი