მას შემდეგ რაც „კონსერვატიულმა პარტიამ“ თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ კოალიციური მთავრობის ფორმირება დაიწყო
09-06-2017, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატორებმა“ ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, რის გამოც ქვეყანას 2010 წლის მსგავსად კოალიციური მთავრობა ეყოლება. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი მთავრობას „დემოკრატიული უნიონისტების პარტიის“ მხარდაჭერით ჩამოაყალიბებს, რაც მომავლის „გარკვეულობას“ უზრუნველყოფს.

 


როგორც BBC იუწყება, ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის შემდეგ მან თქვა, რომ მხოლოდ მის პარტიას გააჩნია მართვის „ლეგიტიმურობა“, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრის პარტიას უმრავლესობის შესაქმნელად 8 ადგილი დააკლდა.

 


მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „მას აშკარად განსხვავებული შედეგი სურდა“ და „წუხდა“ იმ კოლეგების გამო, რომელთაც ადგილები დაკარგეს.

 


მაგრამ „ლეიბორისტებმა“ თქვეს, რომ ისინი არიან „ნამდვილი გამარჯვებულები“. „ლიბერალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მეის უნდა „რცხვენოდეს“ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების გამო.

 


„ტორებს“ უმრავლესობით მოსასვლელად 326 ადგილი ესაჭიროებოდათ, მაგრამ 650-იდან უკვე გადანაწილებული 649 ადგილის მიხედვით მათ ამ უმრავლესობის შესაქმნელად ცოტა დააკლდათ და მთავრობის ფორმირებისთვის უნდა დაეყრდნონ DUP-ს („დემოკრატიული უნიონისტების პარტიას“). 2010 წელს, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა დევიდ ქამერონმა კოალიციური მთავრობა „ლიბერალ-დემოკრატებთან“ ერთად ჩამოაყალიბა).

 


მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, როგორც ამას BBC იუწყება, კაბინეტის ხუთი წევრი თანამდებობაზე დარჩება. ესენი არიან: თავდაცვის მდივანი სერ მაიკლ ფალონი; „ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი; შინაგან საქმეთა მდივანი ამბერ რუდი; ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი და საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი.

 


ჰამონდმა „თვითერზე“ დაწერა, რომ „ნასიამოვნებია იმით, რომ ხელახლა დაინიშნება“. „ამგვარად, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე, რომელიც მხარდამჭერი იქნება ბრიტანეთში სამუშაო ადგილების, ბიზნესების და კეთილდღეობის“.

 


ბორის ჯონსონმა „თვითერზე“ დაწერა, რომ „აღფრთოვანებულია“ და დაამატა, რომ „ბევრი დიდებული სამუშაოა შესასრულებელი დედამიწაზე ყველაზე დიდებული ქვეყნისთვის“.

 


არჩევნებში წინსვლა აჩვენა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და როგორც BBC იუწყება, ამგვარი შედეგები დამამცირებელია პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთვის, რომელმაც რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დანიშნა, რომ ევროკავშირთან „ბრექსიტის“ საკითხზე მოლაპარაკებებში მტკიცე მანდატი ჰქონოდა.

 


„ლეიბორისტების“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა დაჟინებით მოუწოდა მას გადადგეს პრემიერ მინისტრის პოსტიდან, მაგრამ მეიმ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს სტაბილურობის გარანტია დიდ ბრიტანეთში.

 


„და თუკი, როგორც სიმპტომებმა აჩვენა და თუ ეს მართალია, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ უმრავლესი ადგილები მოიპოვა და შესაძლოა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაშინ სავალდებულო იქნება ჩვენთვის უზრუნველვყოთ სტაბილურობა - და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, განაცხადა ტერეზა მეიმ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან სტუმრობამდე.

 


BBC-ის ცნობით, „კონსერვატიულმა პარტიამ“ 318 დეპუტატი გაიყვანა თემთა პალატაში, „ლეიბორისტებმა“ 261 ადგილი მიიღეს, „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 14, „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელმა პარტიამ“ ვერც ერთი, „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ 35, ხოლო კოალიციის ფორმირებაში მონაწილე „დემოკრატიული უნიონისტების პარტიამ“ 10 - მათი და „ტორების“ ადგილები ჯამში 328-ს შეადგენს, რაც 2-ით აღემატება აბსოლუტური უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ადგილების რაოდენობას.

 

 

 


დაუნინგ სტრიტის გარეთ გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, რომელიც დედოფალთან 25-წუთიან აუდიენციას მოჰყვა, მეიმ, რომლის გვერდითაც მისი მეუღლე იდგა, განაცხადა, რომ იგი შეუერთდება მის „დემოკრატიული უნიონისტების პარტიის“ „მეგობრებს“, რათა „დაიწყოს მუშაობა“ „ბრექსიტზე“, რომლის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებამდე სულ რაღაც ათიოდე დღეა დარჩენილი.

 


მან განაცხადა, რომ განზრახული აქვს ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც შეძლებს „გარკვეულობის უზრუნველყოფას და გაუძღვება ბრიტანეთს წინ ჩვენი ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ დროებაში“.

 


„ჩვენ ორ პარტიას მრავალი წლის განმავლობაში აქვს მძლავრი ურთიერთობა“, განაცხადა მეიმ „დემოკრატიული უნიონისტების პარტიაზე“ საუბრისას და განაგრძო: „და ეს მაძლევს მე იმის რწმენას, მჯეროდეს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას მთელი დიდი ბრიტანეთის ინტერესებისთვის“.

 


ხუთშაბათს, 8 ივნისს, დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 40 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც ბრიტანეთის დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 22:00 საათზე დასრულდა.

 


საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 46.9 მილიონმა ამომრჩეველმა, რომელიც საერთო ჯამში 650 დეპუტატს აირჩევს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2015 წელს, 46.4 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

 


ზოგიერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ფოსტის მეშვეობით. ამომრჩეველთა ასეთმა კატეგორიამ 2015 წლის არჩევნებში საერთო ელექტორატის 16.4% შეადგინა.

 


2015 წლის არჩევნებში, როცა „კონსერვატორებმა“ 650 ადგილიდან 331 მოიპოვეს, მონაწილეთა საერთო რაოდენობა 66.4% იყო, უფრო მაღალი ვიდრე 2010 წელს.

 


BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნების უმრავლესობა სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, საეკლესიო დარბაზებში იყო განლაგებული, მაგრამ წარსულში ხმის მისაცემად ლუდხანები, სამრეცხაოები და სასკოლო ავტობუსებიც იყო გამოყენებული.

 


თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის ერთმა პარტიამ 326 ადგილი უნდა მოიპოვოს - 2015 წელს „კონსერვატორთა“ უმრავლესობა 13:34 საათამდე არ დადასტურებულა. დევიდ ქამერონის ხელმძღვანელობით 2015-ში „ტორებმა“ 331 ადგილი მოიპოვეს, რაც 5-ით აღემატებოდა უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი