დუშეთში ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი გაიხსნა - 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია 2016-2017 წლებში ჩაუტარდა
10-06-2017, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქ. დუშეთში, საზეიმოდ გაიხსნა ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი, რომელსაც წელს, 60 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 


მათი ცნობით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია 2016-2017 წლებში ჩაუტარდა.

 

 

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაკეთდა თეატრალური და საკონცერტო განათება, ცენტრალური გათბობა, ვინტილაცია, დაემატა ოთახები, კეთილმოეწყო ინტერიერი, დაიგო ახალი იატაკი, მოპირკეთდა ეზო, გარე ფასადი; მოეწყო ხმის ჩამწერი სტუდია და საგრიმიროები. პროექტის ფარგლებში ასევე აღდგა ადმინისტრაციული ოთახები.

 

 

 


„განახლებული კულტურის სახლის გახსნისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის, არქიტექტურის ცნობილი ისტორიკოსის, მრავალი კვლევის, წიგნისა და სტატიის ავტორის მაია მანიას წიგნის - „დუშეთი- ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია, ძველი დუშეთის არქიტექტურული შენობა-ნაგებობებისა და ძველი დუშეთის ინტელიგენციის საარქივო ფოტოების გამოფენა. სიმბოლურად, საზეიმო ღონისძიება გაიხსნა ისტორიული კადრებით, რომლებიც ასახავდა ქ. დუშეთის კულტურის სახლის თავდაპირველ გახსნას. დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან „ბებრები“. ღონისძიებები დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე მოწვეულმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით“, აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაში.

 

 

 


ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი, საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გურამ ამირიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია, საქართველოს სახლხო არტისტები და მწერლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი