გერმანიის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორი ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
16-06-2017, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰელმუტ კოლი, გერმანიის ყოფილი კანცლერი და 1990 წელს ქვეყნის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


კოლი გერმანიას 16 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გაერთიანებულ აღმოსავლეთ და დასვლეთ გერმანიას ედგა სათავეში.

 


მის ფრანგ მოკავშირესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად იგი ევროს შემოღების სათავეში იდგა.

 


BBC-ის ცნობით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა ევროკავშირის ინსტიტუტებზე დროშების ჩამოშვების ბრძანება გასცა.

 

 

 


„ჰელმუტის სიკვდილი ჩემთვის დიდი ტკივილის მომნიჭებელია“, განაცხადა იუნკერმა „თვითერზე“. „ჩემი მასწავლებელი, ჩემი მეგობარი, ევროპის ძალიან დიდი დედაარსი, ის დიდად, დიდად მოგვენატრება“.

 


შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა სამძიმარი გამოხატა კოლის გარდაცვალების გამო, რომელთანაც 1989-1993 წლებში, მისი პრეზიდენტობისას, მჭიდრო შემხებლობა ჰქონდა და განაცხადა, რომ ის იყო „თავისუფლების ნამდვილი მეგობარი“ და „ომის შემდგომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერი“.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა პატივი მიაგო „დიდ გერმანელ სახელმწიფო მოღვაწეს და ყველა დიდ ევროპელზე მაღლა მდგომ პიროვნებას“, იუწყება BBC.

 


2008 წლის შემდეგ, კოლი, მძიმედ წაქცევის გამო, ეტლზე იყო მიჯაჭვული. იგი მის სახლში, ლუდვიგსჰაფენში გარდაიცვალა.

 


იგი მე-20 საუკუნის გერმანიის ყველაზე ხანრგძლივად მოღვაწე კანცლერი იყო.

 


მან, როგორც ევროპული ინტეგრაციის მგზნებარე მხარდამჭერმა, დაარწმუნა გერმანელები დაეთმოთ თავიანთი საყვარელი ფულის ერთეული, გერმანული მარკა ევროპული საერთო ვალუტის, ევროს სასარგებლოდ.

 


მაგრამ გერმანელებისთვის ის ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას იმის გამო, რომ მან გააერთიანა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა მიერ დაყოფილი ქვეყანა, დაჰპირდა რა ყოფილი კომუნისტური აღმოსავლეთის მცხოვრებთ უფრო მდიდარ დასავლეთთან ინტეგრაციას და აყვავებულ ცხოვრებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი