შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის 7 წევრის სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, მას მერე რაც სამაშველო ჯგუფის წევრებს გემის დაზიანებულ ნაწილებში შეღწევის საშუალება მიეცათ, მეზღვაურები გარდაცვლილები იპოვეს.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის განცხადებით, მეზღვაურთა ცხედრები იაპონიის საავადმყოფოში იდენტიფიცირებისთვის წაიღეს.
ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს სავაჭრო ხომალდს დაეჯახა. დაშავებულებს შორისაა გემის სამეთაურო ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით წაიყვანეს.
BBC-ის ცნობით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი USS Fitzgerald-ი კონტეინერმზიდ ACX Crystal-ს შაბათს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე, სამხრეთ-დასავლეთ იოკოსუკადან 56 ზღვის მილის (103 კმ) დაშორებით შეეჯახა.
საჰაერო ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის მარჯვენა ქიმი სერიოზულადაა დაზიანებული. სამეთაურო ოფიცრის გარდა, ორი სხვა მეზღვაური იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით საავადმყოფოში „ჭრილობების და სხეულის დაზიანებების“ სამკურნალოდ, განაცხადა აშშ-ის მე-7 ფლოტმა „თვითერის“ მეშვეობით.
154 მეტრის დაზიანებული გემი, რომელიც ზოგიერთ ადგილას დაიტბორა, იოკოსუკასკენ თავისით გადაადგილდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.