ახალქალაქში შიდა ქუჩების აღდგენით სამუშაოებზე 1 მილიონ 165 000 ლარი იხარჯება
21-06-2017, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ახალქალაქში შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ექვს დიდ ქუჩაზე, მათ შორის თუმანიანის, სანაპიროს და კამოს ქუჩებზე ხორციელდება.

 


როგორც Guardian.ge -ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად დაახლოებით 1 მილიონ 165 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 53% რეგიონული ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსები, ხოლო დანარჩენი 47% კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებია.

 

 

 


„წელს, ჩვენ ვაპირებთ ახალქალაქის შიდა ქუჩების 97%-ის, მინიმუმ 95%-ის აღდგენითი სამუშოების დასრულებას. ამაში შედის ასევე მრავალბინიანი კურპუსების შიდა ეზოების მოასფალტება და კეთილმოწყობა“, უთხრა Guardian.ge-ს ედუარდ აღასარიანმა ახალქალაქის იმ ნაწილში ინტერვიუს ჩაწერისას, სადაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წლისთვის სახელმწიფოს მიერ დასახული პროგრამა სისრულეში იქნება მოყვანილი და საქართველოში სოფელი არ იქნება დარჩენილი, სადაც ნორმალური გზა არ იარსებებს.

 

 

(ედუარდ აღასარიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი) 

 


„მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, 2018 წელს ძალიან ცოტა სამუშაო დაგვრჩება. ჩვენ ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი გზა გავაკეთეთ როგორც თავად ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლებში. თუმცა, სოფლებში უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენ ვიცით, რომ 2022 წლამდე, სახელმწიფოს პროგრამა არის ის, რომ საქართველოში სოფელი არ დარჩეს, სადაც არ იქნება კარგი გზა. შარშანწინ გავაკეთეთ უდიდესი სოფლის, დილისკის მიმართულებით გზა, წელს გავაკეთებთ ბარალეთის მიმართუელბით. 2018 წლიდან შეგვიძლია რომ მხოლოდ სოფლების გზების აღდგენითი სამუშოები დავგეგმოთ. გზა შეიძლება გაკეთდეს როგორც ბეტონის საფარით, ისე ასფალტით - გვინდა ცოტა მისაღებ ფასებში ჩავეტიოთ, ოღონდ ხარისხი იქნება აუცილებელი. ბეტონის გზა საერთოდ არ გაგვიკეთებია და არ ვიცი ეს რამდენად იმუშავებს ახალქალაქის პირობებში, თუნდაც მისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

 

 

 

 

„ამ ეტაპზე ცუდ მდგომარეობაში გვაქვს ახალქალაქის ცენტრალური გზა - ეს არის თავისუფლების ქუჩა, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ათ დღეში უკვე დასრულებული იქნება სამუშაოები. ცენტრალურ გზაზე დაგეგმილი გვქონდა ორმოული სამუშაოები, თუმცა, თოვლი რომ დადნა, შევცვალეთ პროექტი, რადგან მივხვდით, რომ მხოლოდ ორმოული სამუშაოები არ ივარგებდა. სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდება ამ ტიპის, ანუ ორმოული სამუშაოები, სხვა შემთხვევაში კი, მოხდება ასფალტირება. ეს ქუჩა 2005 წელს გაკეთდა. ცენტრალური გზაზე დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება, 200 000 ლარი კი ქალაქში დარჩენილი ორმოული სამუშაოებისთვის გვაქვს გათვალისწინებული. წლის ბოლოსთვის ახალქალაქში ქუჩების 95% მოწესრიგებული იქნება. ამ ქუჩებზე, ბუნებრივია, საკანალიზაციო სისტემა და წყლის სისტემა მოწესრიგებულია. პრაქტიკულად, ახალქალაქში სულ რამდენიმე ქუჩა დარჩება გასაკეთებელი, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია“, განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი