ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს 10კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა დაიწყო
21-06-2017, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

 


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 748 400 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 


„საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აკეთებს სოფელ კუმურდოს გზას, რომელიც წელსვე დასრულდება. ამ ეტაპზე გზა მოხრეშილია და იწყება სტაბილიზაციის პროცესი, შემდეგ უკვე დაიგება ასფალტი. სამუშაოებზე 3 748 400 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი“, განუცხადა Guardian.ge-ს გიორგი სეთურიძემ, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები ახალქალაქის გამგებელთან, ედუარდ აღასარიანთან და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან ერთად მოინახულა.

 

 

(საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ფოტოზე, მარჯვნიდან მეორე, გიორგი სეთურიძე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მარჯვნიდან მე-3)

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე რამდენიმე ათეული წელია რაც კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.

 


„პროექტით გათვალისწინებულია: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ეზოში შესასვლელები, მიერთებები, ავტოპავილიონები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.

 


„სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და გაივლის სოფლებს კიროვაკანი და კუმურდო, სადაც მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი IV საუკუნის საკათედრო ტაძარი. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 748 400 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

 


გიორგი სეთურიძის თქმით კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე არაგვა-კოთელიას საგზაო მონაკვეთზეც ახორციელებს სამუშაოებს. „აღნიშნული გზა წელს დასრულდება აუცილებლად, დაიხარჯება 4 მილიონი ლარი“, განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა Guardian.ge-ს განუცხადა, კიროვაკანი-კუმურდოს გზით ძალიან ახლოს არის ვარძია და ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ, ახალქალაქში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

 

 

 

„ტურისტი რომ მოინახულებს ვარძიას და აქეთ მომავალი გზა იქნება მოწესრიგებული და გაკეთებული, ის აუცილებლად ამოვა ახალქალაქშიც. ეს იქნება განვითარება, ეს ყველაზე მთავარია, რომ უფრო მეტი ხალხი შემოვიდეს, უფრო მეტი ფული შემოვიდეს ახალქალაქში. ეს გზა რომ გაკეთდება ბოლომდე, იქ აუცილებლად განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც - სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. თუ ადამიანმა ერთხელ ცუდი გზით იარა შენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ის მეორედ აღარ ჩამოვა შენთან. ამიტომ არის ჩვენთვის მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული“, მიიჩნევს ახალქალაქის გამგებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით ასევე არაგვა-კოთელიას დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობაც მიმდინარეობის პროცესშია.

 

 

(ედუარდ აღასარიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი)

 


„ეს არის ბაკურიანის მიმართულება“, აზუსტებს ედუარდ აღასარიანი, რომლის თქმითაც, „ეს გზა, საბოლოო ჯამში, სამხრეთ საზღვრებიდან შემოსული ტურისტებისთვის ყველაზე მოკლე გზა იქნება ბაკურიანამდე“.

 


„გზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო მაღაზიების მშენებლობა, ავტოსადგომების და ა.შ. კოთელიადან ბაკურიანამდე რჩება დაახლოებით, 30 კილომეტრი, რაც რჩება გასაკეთებელი. არის მზაობა, რომ ეს გზა აუცილებლად გაკეთდეს“, განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ კი Guardian.ge-ს დაუზუსტა, რომ კოთელიადან ბაკურიანამდე არსებულ უმოკლეს გზაზე, “ჯერჯერობით არაფერი იგეგმება. არ გვაქვს ჯერ ეს არანაირ გეგმებში. მომავლისთვის არ ვიცი რა გადაწყდება. ამ გზას ჩვენ ვინახავთ, ხრეშოვანი გზა არის, ასევე იქნება შენახული, მაგრამ ის, რომ მოხდეს მისი აღდგენა და მოდერნიზაცია, ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის”. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი