პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტზე ევროპის ლიდერებს ხუთშაბათს უთხრა, რომ ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახალი სტატუსი, „ევროკავშირის მოსახლის სტატუსი“ მიეცემა.
ახალი საემიგრაციო სტატუსი მათ იმის უფლებას მიანიჭებს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ) დარჩნენ დიდ ბრიტანეთში და მიიღონ ჯანდაცვა, განათლება და სხვა სარგებლები.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული გეგმა 3.2 მილიონ ევროკავშირის მოქალაქეს შეეხება, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
ტერეზა მეიმ აღნიშნულ თემაზე საუბრისას მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ წინადადება მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი ანალოგიური უფლებები მიენიჭებათ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.