სად და როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის იდუმალებით მოცული ლიდერი კიმ ჩენ ინი?
28-06-2017, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რაკეტების გაშვებით და კამერების წინ მხიარულებით და სიცილით არ არის დაკავებული, მისი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მიწიერია, ვიდრე ამას შეიძლება მოელოდეთ. ასე იწყებს წერილს ელეანორ როსი ჟურნალ „ნიუსვიკში“, რომლის თარგმანს „გარდიან.ჯი“ გთავაზობთ.

 


2017 წელს ჩრდილოეთ კორეა ყველას პირზე აკერია, რადგანაც მან არანაკლებ 10 რაკეტა მაინც გაუშვა მიმდინარე წელს, მათგან ზოგიერთი კი სხვა ქვეყნების სიახლოვეს სახიფათოდ დაეშვა - მათ შორის ერთ-ერთი მარტში იაპონიის სანაპიროდან სულ რაღაც 186 მილის მოშორებით.

 


აზიის გასწვრივ და უფრო შორეულ მსოფლიოშიც, იმაზე სწუხან, რომ ფხენიანი შორ მანძილზე მიმავალ რაკეტას ბირთვულ ქობინებს დაუყენებს - ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია. ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტების შესაძლებლობამ, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტს, კერძოდ კი ალიასკას მისწვდნენ, ვაშინგტონი დაუყოვნებელი მოქმედების რეჟიმში ჩააყენა, ზეწოლა მოახდინოს ფხენიანის ერთადერთ მოკავშირეზე, ჩინეთზე, რომელსაც უბიძგებს ან გაზარდოს სანქციები კორეაზე ანდა, სხვა შემთხვევაში, თავად მან იწვნიოს სანქციები.

 


ოტო უომბიერის შემთხვევამ, 22 წლის სტუდენტისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ წელიწადის და 5 თვის პატიმრობის შემდეგ ივნისში კომურ მდგომარეობაში მყოფი გაათავისუფლა პატიმრობიდან და გააგზავნა შეერთებულ შტატებში, სადაც ის 1 კვირაში გარადიცვალა, ძირეულად გაზარდა დაძაბულობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფხენიანს შორის.

 


როგორ ატარებს კიმ ჩენ ინი კვირის დღეებს მაშინ, როცა ის არ პაექრობს დონალდ ტრამპთან ან არ უწევს ზედამხედველობას რაკეტების გაშვებას?

 


სახლში ოჯახთან

 


კიმ ჩენ ინი ფოტოებში ჩვეულებისამებრ გამღმერთებელ ბავშვებთან, სამხედროებთან ან მის მრჩევლებთან ჩანს, მაგრამ ის იშვიათად უნახავთ მის ცოლთან. 27 წლის რი სოლ იუ კიმზე 2009 წელს დაქორწინდა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი; ექსპერტები მისი დაბადების დღის შესახებაც კამათობენ. ისიც კი უცნობია, არის თუ არა რი სოლ იუ მისი ნამდვილი სახელი და გვარი.

 


მისი ოჯახი პოლიტიკური ელიტიდანაა, და სჯერათ, რომ მას მეცნიერების დარგში დოქტორის წოდება აქვს მინიჭებული. საზღვარგარეთის მედიაში ძალიან ბევრი ვარაუდი გამოითქმის მის შესახებ. ზოგიერთი ამბობს, რომ რი ფაქტობრივად მომღერალი ჰიონ სონ ვოლია, რომელიც ცნობილია მელოდიებით, მათ შორის „ბრწყინვალე ცხენი - ქალის მსგავსი“, ჩრდილოეთ კორეული პროპაგანდისტული მანქანა კი უბრალოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალოს მისი წარსული.

 


ლიდსის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და თანამედროვე კორეის სამეცნიერო საბჭოს მთავარი მკვლევარი და ჩრდილოეთ კორეის საკითხების ექსპერტი აიდენ ფოსტერ-კარტერი კიმ ჩენ ინის გარშემო კონსპირაციას იმას მიაწერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება „აუცილებელი ინფორმაციის ნიადაგზე“ არსებობს, ანუ საზოგადოება მხოლოდ ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციით სულდგმულობს. „ჩვენ ფაქტობრივად მისი [კიმ ჩენ ინის] ცოლი უფრო მეტად გვინახავს, ვიდრე კიმ ჩენ ინ ირი [მისი მამა], რადგან მას ჰქონდა ძალიან გართულებული სასიყვარულო ცხოვრება“, ხსნის ფოსტერ-კარტერი.

 

 

 


ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც 2012 წელს დაიბადა და მას კიმ ჩუ-რაე ჰქვია, მაგრამ ცოტა რამაა ცნობილი ბავშვის შესახებ. 2013 წელს NBA-ს ვარსკვლავი დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნდა და დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინს გოგონა ჰყავდა, მაგრამ იგი ქვეყნისთვის ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ჩრდილოეთ კორეის ტრადიციების მიხედვით, ლიდერების ბავშვების ოფიციალურად წარდგენა იმ დრომდე არ ხდება, სანამ ისინი სრულწლოვანები არ გახდებიან და ასე იყო კიმ ჩენ ირის და კიმ ჩენ ინის შემთხვევებშიც, ხსნის ფოსტერ-კარტერი.

 


სად ცხოვრობს კიმი?

 


რიონგსანგის რეზიდენცია, რომელიც ადგილობრივის მიერ ცნობილია როგორც „მთავარი მდიდრული ოფიციალური რეზიდენცია“, ფხენიანში მდებარეობს და უზარმაზარია. ის 4.6 (დაახლოებით 7.5 კვ.კმ) კვადრატულ მილს შეადგენს. სასახლე კეთილმოწყობის სხვა საშუალებებს შორის მოიცავს ოლიმპიური ზომის საცურაო აუზს, საბანკეტო დარბაზებს, სარბენ ბილიკებს და ათლეტიკის მინდვრებს, სასროლ მანძილებს და საჯინიბოებს. სატელიტურ ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ სახლს უზარმაზარი წყლის სასრიალოები აქვს.

 


მაგრამ კიმს მრავალი ალტერნატივა გააჩნია, თუკი ის მოისურვებს დედაქალაქის რიონგსანგის სასახლის დატოვებას.

 


2013 წელს მან 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 30-მეტრიანი მდიდრული იახტით ჩრდილოეთ კორეის სანაპირო ზოლი შემოიარა. ის ასევე სტუმრობს მის სანაპიროზე მდებარე მდიდრულ სასახლეს, ვონსანთან ახლოს. როდმანმა კიმის ცხოვრება ვონსანში აღწერა, როგორც „7-ვარსკვლავიანი წვეულება“.

 


ფოსტერ-კარტერი ეუბნება „ნიუსვიკს“, „რა თქმა უნდა, შენ არ შეიძლება აღწერო იგი, როგორც სამუშაოთი მუდმივად დაკავებული ადამიანი, როგორც ეს მამამისი იყო, ამგვარად მე წარმოდგენილი მაქვს, რომ იგი მისი დროის უმეტეს ნაწილს დასვენებაში ატარებს, ვიდრე პოლიტიკის ცენტრში“.

 


რას აკეთებს ის კვირის განმავლობაში?

 


სახელმწიფო გაზეთს „როდონგ სინმუნს“ აქვს სპეციალური განყოფილება, სადაც დაწვრილებით ათავსებს „უზენაესი ლიდერის აქტივობების“ შესახებ ინფორმაციას, რაც იმ მიზანს ემსახურება, რომ შექმნას შთაბეჭდილება, რომ კიმ ჩენ ინი მის ცხოვრებას ხალხს უძღვნის. გაზეთის თანახმად, მისი საჯარო ცხოვრება სამხედრო აღლუმების, ქარხნებში ვიზიტების და სარაკეტო გამოცდების განხილვების გარშემო ტრიალებს.

 


„უხვი ფოტოებით აფიშირება, რომელიც კიმის აქტივობებს ახლავს თან, სავალდებულოდაა მიჩნეული. და ჩვენ ვიცით ბევრი რამ რენეგატებისაგან იმის შესახებ თუ როგორია ამ ქარხნების გახსნები და სხვა ღონისძიებები. პირდაპირ რომ ითქვას, ისინი შეშინებულები არიან, როცა გაიგებენ, რომ მათ ლიდერი უნდა ესტუმროთ“, ამბობს ფოსტერ-კარტერი.

 


„პრაქტიკულად, პროდუქციის გამოშვება ჩვეულებისამებრ უნდა შეჩერდეს რამდენიმე კვირით, რათა გარანტირებული იყოს ის, რომ კიმის ვიზიტი წარმოუდგენლად ხავერდოვანი იყოს. მათ ასევე ჰქონდათ ეს ჩვეულება ჩრდილოეთ კორეაში, რასაც უწოდებდნენ „მიდასის შეხებას“ (გარდიან.ჯი-ს განმარტება: მიდასი - ფრიგიის სიმდიდრით სახელგანთქმული ლეგენდარული მეფე, ფრიგია - დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სამეფო. მიდასი, ღმერთ დიონისეს წყალობით, რასაც კი ხელს ახლებდა, ოქროდ იქცეოდა. თუმცა როცა მან აღმოაჩინა საშინელი რამ, რომ ხელით შეხებისას საკვები და წყალი და თვით მისი ქალიშვილიც კი ოქროდ იქცა, მიდასი შეევედრა ღმერთს, რომ უკან წაეღო მისი თხოვნა, რაც დიონისემ შეუსრულა. „მიდასის შეხება“ პირველად 1813 წელს გამოიყენეს. ამ ტერმინის დღევანდელი ხმარებისას ზემოთ მოთხრობილი ამბის სიხარბის მორალური მხარე იგნორირებულია. წყარო: merriam-webster.com). ნებისმიერ რამეს, რასაც კიმ ჩენ ირი შეეხებოდა, უნდა წაეღოთ და მინის კონტეინერში განეთავსებინათ“.

 

 

 

 


ქარხნებს შორის, რომელსაც იგი ბოლო 5 თვის განმავლობაში სტუმრობდა, სტომატოლოგიური ჰიგიენის ქარხანა, თევზის გიგანტური ქარხანა და სოკოს გადამამუშავებელი ქარხანა იყო. კიმმა ასევე რჩევა მისცა კიმჩის ქარხანაში, თუ როგორ უნდა გაზარდონ წარმოება.

 


სტომატოლოგიური ჰიგიენის ქარხანაში კიმმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მისცა. „როდონგ სინმუნი“ იტყობინებოდა: „[მან თქვა], რომ ქარხანას პოზიტიური წვლილი შეაქვს ადამიანებისთვის ჯანმრთელობის ხელის შეწყობაში, რაც მისი მხრიდან სერიოზულად არის აღქმული. მან შემდეგ მისცა ინსტრუქცია, რაც მიჩნეული უნდა იყოს როგორც დირექტივა ქარხნის მართვა-გამგეობაში“.

 


კიმი ასევე ესწრება საზეიმო სამხედრო აღლუმებს, რომელთა უმრავლესობა მისი ოჯახის მმართველობის მნიშვნელოვან თარიღებს და იმპერიალისტ აგრესორებზე (აშშ-ზე) გამარჯვებას ეძღვნება.

 


რაში და რამდენს ხარჯავს ფულს?

 


2014 წელს გაერო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიმს ფუფუნებით ცხოვრება უყვარს. იგი ბოთლებით ყიდულობს ალკოჰოლურ სასმელებს, რაც სახელმწიფოს 30 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, ელექტრონულ საქონელს, რაც 37 მილიონი ღირს და საათებს, რომელიც 8.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს.

 


საჯაროდ იგი გაწონასწორებულად, შავ ან თეთრ საერთო მახასიათებლების სპეცტანისამოსში ან სამხედრო ფორმით აღკაზმული ჩნდება, მაგრამ კერძო სივრცეში უმაღლესი დონის მოდურ ტანისამოსშია ჩაცმული. გაერო-ს ცნობით, ფუფუნების საგნებზე საერთო ხარჯები კიმ ჩენ ირის დროს წელიწადში 300 მილიონი აშშ დოლარიდან, 2012 წელს 2-ჯერ უფრო მეტად, 645.8 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

 


რა არის მისი საყვარელი საჭმელი?

 


გავრცელებული ცნობით, 2012 წელს კიმ ჩენ ინი ისე გასუქდა, რომ კოჭ-წვივის სახსარში კისტა განუვითარდა და მის მოსაცილებლად ქირურგიული ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

 


და კიმის სიყვარული ყველისა და ღვინისადმი საიდუმლო არაა. დიდი ბრიტანეთის გაზეთი „მეტრო“ წერდა, რომ კიმ ჩენ ინი იძულებული გახდა საჯარო ცხოვრებაზე ეთქვა უარი მას შემდეგ, რაც შვეიცარიიდან ყველის დიდი ოდენობით ტვირთის მიღების მერე ძალიან ბევრ Emmental-ის ყველს მიირთმევდა.

 


„უდავოა, რომ კიმ ჩენ ინი კარგი ცხოვრებით ტკბება“, ამბობს ფოსტერ-კარტერი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი