ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმიური სწავლების ამოცანაა სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდაჭერ ძალებთან ერთად დაჭრილების ევაკუაცია, ალყაში მოქცეული ქვედანაყოფის გამოყვანა და უსაფრთხოების ზონაში დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყოს. წვრთნის დროს შექმნილ სიტუაციაში სამეთაურო რგოლის მიერ პირადი შემადგენლობის და მომაგრებული ქვედანაყოფების მართვა და კონტროლიც განხორციელდა.
სწავლებაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა იყო ჩართული. წვრთნაში საინჟინრო, ტექნიკის ევაკუაციისა და სამედიცინო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.