საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რადიკალური და დეტალური რევიზიის წინადადება წარმოადგინა.
როგორც BBC იუწყება, ისტორიულ ვერსალის სასახლეში საუბრისას მან თქვა, რომ დაგეგმილი აქვს კანონმდებელთა ერთი მესამედით შემცირება.
ამგვარი ნაბიჯი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას და საფრანგეთს „რადიკალურად ახალ გზაზე“ დააყენებს, აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვებების შემდეგ, ფართო მანდატი გააჩნია.
თუკი მისი წარდგენილი ცვლილებები პარლამენტის მიერ ერთი წლის განმავლობაში არ იქნება მიღებული, მან თქვა, რომ საკითხს რეფერნდუმზე გაიტანს.
თავის 90-წუთიან სიტყვაში, 39 წლის ლიდერმა აღთქმა დადო, რომ საფრანგეთს „კოლექტიურ ღირსებას“ დაუბრუნებს.
წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, ეროვნული ასამბლეის წევრთა რაოდენობა 577-დან 385-მდე, ხოლო სენატის წევრთა რაოდენობა 348-იდან 232-მდე უნდა შემცირდეს.
ევროპის კავშირმა, მზარდი ბიუროკრატიის შექმნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში „თავისი გზა დაკარგა“ - საკითხის გადაწყვეტის გზა „ლიდერების ახალი თაობაა“;
საფრანგეთის საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რომ უფრო მეტ პროპორციულ წარმომადგენლებს მიეცეთ პარლამენტში მოხვედრის საშუალება, რითაც უფრო მეტი ხმა იქნება მიწვდენილი სამთავრობო დონეზე;
საფრანგეთის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ტერორისტული თავდასხმების შემდეგ დაწესდა, შემოდგომიდან მოიხსნება.
მაკრონი პირველი პრეზიდენტი არაა, ვინც სესია ვერსალში მოიწვია - მე-17 საუკუნის გრანდიოზულ სასახლეში, რომელიც „მეფე მზე“ ლუი XIV-ს მიერ არის აგებული. მიუხედავად ამისა, ვერსალში კონგრესის მოწვევის გამო, რაც იშვიათი შემთხვევაა საფრანგეთის ისტორიაში, მაკრონი კრიტიკის ობიექტი გახდა.
საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი ვინც სხდომა ვერსალში გამართა, ნიკოლას სარკოზი იყო.
BBC შენიშნავს, რომ მაშინ როცა მისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის პრესასთან უხვად იყო მოცლილი, არჩევნების დასრულების შემდეგ მისი მხრიდან კონტაქტი მცირეა და 14 ივლისისთვის, ეროვნული დღესასწაულისთვის, ბასტილიის აღების დღისთვის, იგი არ მისცემს ტრადიციულ საპრეზიდენტო ინტერვიუს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.