ტექნოპარკში კორპორატიული მართვის საკითხები განიხილეს
05-07-2017, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტექნოლოგიურ პარკში დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოხსენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის წევრმა საშა ტერნესმა გააკეთეს.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში წელს და გასულ წელს შეტანილ ცვლილებებს შეეხო, რომელთა მიზანს კორპორატიული მართვის პრინციპების განმტკიცება, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენდა - აღნიშნული ხელი შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მცირე აქციონერთა განვითარებას შესაბამის ბაზრებზე.

 

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო არსებული საწარმოები შედარებით უფრო თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

 


„ამ ცვლილებების შედეგად საქართევლოში კორპორატიული მართვის პრინციპები უფრო განმტკიცდა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო იმას, რომ მეტი ინვესტიცია იქნეს მოზიდული საწარმოებში და უფრო მეტად იქნეს დაცული მცირე აქციონერთა ინტერესები. ეს გაერთიანება ხელს შეუწყობს კორპორატიული მართვის პრინციპების პრაქტიკულ განხორციელებას საწარმოებში, რათა კომპანიებმა დაინახონ ის სარგებელი, რომელსაც იღებენ კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვის შემდეგად", განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

 


კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კომპანისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ სექტორის მოსაზრებები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულები ამ ინსტიტუტში. როგორც EBRD – ის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება სწორედ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას დაეთმო.

 


დღეს აქ კომპანიის დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ბენეფიციარები შევიკრიბეთ. აქ ასევე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან ამ ოჯახის წევრები, თუმცა მათი შეხედულებები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებებზე და მიზნებზე. ჩვენ გვჯერა, რომ EBRD-ს შეუძლია დიდი ღირებულებების მოტანა საქართველოში იმ სექტორის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც არ არიან ამ კომპანიის წევრები, რომ მათ შეძლონ დაამკვიდრონ საკუთარი ღირებულებები და გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებაში, რაც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მათთვისაც“ განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი