დონალდ ტრამპმა ჰამბურგში ჩინეთის პრეზიდენტთან ხანგრძლივი შეხვედრა გამართა და ქსი ძინპინგთან შემრიგებლური ტონი დაიკავა
09-07-2017, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის პრეზიდენტთან, ქსი ძინპინგთან შაბათს, ჰამბურგში გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემრიგებლური ტონი დაიკავა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ მუშაობა ორ მნიშვნელოვან საკითხზე - ჩრდილოეთ კორეისაგან მომდინარე ბირთვულ საფრთხესა და ორმხრივი ვაჭრობის სადავო საკითხებზე.

 


როდესაც ორი ლიდერი მიმდინარე წლის აპრილში ფლორიდაში პირველად შეხვდა ერთმანეთს, ტრამპმა ძინპინგს „კარგი კაცი“ უწოდა და დაჟინებით სთხოვა მას გამოეყენებინა პეკინის ეკონომიკური გავლენა და ბერკეტები ჩრდილოეთ კორეაზე, რათა ფხენიანს ბირთვული შეიარაღების პროგრამა შეეჩერებინა.

 


მოგვიანებით, ტრამპმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა ჩინეთის როლზე ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ფხენიანმა წარმატებით გამოსცადა თავისი პირველი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ექსპერტების აზრით, გააჩნია შესაძლებლობა ალიასკას და ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტის დასავლეთის ზოგიერთ სანაპიროს მისწვდეს.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანს ახალი შეიარაღება მიჰყიდა, ჩინეთის ორ მოქალაქესა და საზღვაო გადაზიდვების კომპანიებს სანქციები დააკისრა და ჩინეთი ადამიანებით ვაჭრობის გლობალურ სიაში შეიყვანა. ვაშინგტონმა ასევე ჩინურ ბანკს ფხენიანის სასარგებლოდ ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი.

 


ტრამპის ადმინისტრაცია ამავე დროს განიხილავს სავაჭრო ქმედებებს პეკინის წინააღმდეგ, მათ შორის მისი ფოლადის ექსპორტზე ტარიფებს, „დიდი ოცეულის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ტრამპმა დაიჩივლა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვაჭრობა გაიზარდა.

 


მაგრამ შაბათს, ჰამბურგის „დიდი ოცეულის“ სამიტის დასასრულს, ქსი ძინპინგთან გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპს არც ერთ ამ საკითხზე არ უჩვენებია მოუთმენლობა.

 


„დიდი პატივია თქვენისთანა მეგობრის ყოლა“, უთხრა ტრამპმა ქსის და აღნიშნა, რომ იგი აფასებს მის იმ ქმედებებს, რაც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში უკვე გადადგა.

 


„იმდენად, რამდენადაც ჩრდილოეთ კორეა შეშფოთებული იქნება, ჩვენ ბოლოს და ბოლოს წარმატება გვექნება. ამას შეიძლება უფრო დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე მე მსურს. ამას შეიძლება უფრო დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე თქვენ გსურთ. მაგრამ დასასრულ, წარმატება იქნება“, თქვა ტრამპმა.

 


მოგვიანებით, პრეზიდენტის თვითმფრინავში რეპორტიორებთან საუბრისას, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ტრამპისა და ძინპინგის შეხვედრა საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა და მათ „არსებითი განხილვები“ ჰქონდათ იმის შესახებ თუ როგორ მოაგვარონ ერთად ჩრდილოეთ კორეის საკითხი.

 


„რაც შეხება ჩინეთს, ჩვენ გვქონდა ძალიან პირდაპირი განხილვები ჩრდილოეთ კორეის შესახებ. ჩვენ გვქონდა ძალიან პირდაპირი განხილვები სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ“, განაცხადა მნუჩინმა.

 


„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად უთხრა პრეზიდენტ ქსის, რომ იგი ფოკუსირებულია ამ საკითხზე, და სურს წინსვლა და პროგრესის მიღწევა. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ქსიმ მისცა ძალიან საინტერესო ხედვა მათი თვალსაზრისიდან“, დაამატა მან.

 


ახალი ამბების სააგენტო „ქსინჰუას“ თანახმად, თავის მხრივ, ქსიმ ტრამპს უთხრა, რომ ამერიკა-ჩინეთის უფრო მძლავრი კავშირები ხელისშემწყობია სტაბილურობისა და კეთილდღეობის. ძინპინგმა აღნიშნა, „ზოგიერთი მგრძნობიარე საკითხის მიუხედავად“, მათ „ახალ პროგრესს“ მიაღიწეს გარკვეულ სფეროებში.

 


ქსიმ ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, შეერთებული შტატების მეთაურობით, მომავალ წელს წყნარი ოკეანის ზონაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს შეუერთდება.

 


„ქსინჰუა“-ს ცნობით, ქსიმ ხაზი გაუსვა ტრამპთან ჩინეთის პოზიციაზე, რომ პეკინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისა და იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთგულია.

 


მაშინ, როცა ჩინეთი გამოხატავას გაბრაზებას ჩრდილოეთ კორეის არაერთგზის სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გამო, ის ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას, თავიანთი სამხედრო წვრთნებით, მდგომარეობის გაუარესებაში სდებს ბრალს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი