დონალდ ტრამპი: „დროა წავიწიოთ წინ რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობის მიმართულებით!“
09-07-2017, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მან „მძლავრად მოახდინა ზეწოლა“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მოსკოვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევასთან დაკავშირებით, მათ შორის გამართულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე ჰამბურგში, მაგრამ არ გაუხდია საკამათოდ მოსკოვის მტკიცება, რომ მან მიიღო პუტინის უარყოფა ჩარევის თაობაზე და გამოაცხადა, რომ „დროა წინ წავიწიოთ“ შეერთებული შტატების კონსტრუქციულ ურთიერთობებში რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს.

 


„მე ორჯერ მოვახდინე მძლავრი ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე რუსეთის ჩვენს არჩევნებში ჩარევის თაობაზე. მან მტკიცედ უარყო ეს. მე უკვე გაგაცანით ჩემი მოსაზრება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


სოციალურ ქსელში გაკეთებულ სხვა გზავნილში მან თქვა: „ჩვენ მოვილაპარაკეთ სირიის [გარკვეულ] ნაწილებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სიცოცხლეებს გადაარჩენს. ახლა დროა წავიწიოთ წინ რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობის მხრივ!“

 


„თვითერზე“ გამოქვეყნებული განცხადებები ტრამპის პირველი საჯარო კომენტარებია პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რადგან თეთრმა სახლმა უარი განაცხადა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ საპრეზიდენტო პრესკონფერენციის გამართვაზე.

 


ვლადიმერ პუტინმა კი მის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პირველი კომენტარი შაბათს გააკეთა.

 


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპი კმაყოფილი დარჩა მისი მტკიცებით, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დასასრულს, სადაც ორი ლიდერი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდა, პუტინმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ შეძლებდა პიროვნული ურთიერთობის დამყარებას ტრამპთან და იმაში, რომ თავდაპირველ მძიმე სამუშაოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

 


ჰამბურგის სამიტის ფარგლებში გამართული მათი შეხვედრა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და განსაკუთრებულ ინტერსესს წარმოადგენდა მას შემდეგ რაც მოსკოვის მიმართ გაუთავებლად ისმის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ იგი 2016 წლის ამერიკის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია.

 


პრესკონფერენციაზე პუტინს რეპორტიორებმა დაჟინებით მოსთხოვეს პასუხის გაცემა გაეზიარებინა ის დეტალები, თუ რა განხილვები ჰქონდა მას ტრმაპთან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით.

 

 

 


„მან (ტრამპმა) დაიწყო შეკითხვების დასმა ამის შესახებ, მას ნამდვილად აინტერესებდა გარკვეული დეტალები. მე, რამდენადაც ეს შევძელი, დაწვრილებით გავეცი პასუხები. მე ამ საკითხებზე მას მოვუყევი ჩემი დიალოგების შესახებ წინა ადმინისტრაციასთან, მათ შორის პრეზიდენტ ობამასათან ჩემი საუბრის თაობაზე. მაგრამ მე არ ვფიქრობს, რომ გამაჩნია უფლება გავამჟღავნო პრეზიდენტ ობამასთან საუბრების დეტალები - მსოფლიო პრაქტიკაში ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ არაეთიკური იქნებოდა ჩემდა თავად, პრეზიდენტ ტრამპთან აღმეწერა ჩვენი საუბრის დეტალები. მან მე მკითხა, მე ვუპასუხე. მან მთხოვა სიცხადის შეტანა, მე მას ავუხსენი. მომეჩვენა, რომ იგი ამ პასუხებით კმაყოფილი დარჩა“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენიცაზე და დაამატა:

 


„ტელევიზიის ტრამპი ძალიან განსხვავებულია რეალობაში არსებული პერსონისაგან. ის აბსოლუტურად აკურატულია, მას აქვს ისეთი რეაქცია, როგორი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს მისი თანამოსაუბრისაგან, ის საკმაოდ სწრაფად აანალიზებს და სცემს პასუხებს იმაზე, რაც მას ეხება.

 


„მეჩვენება, რომ თუ ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს იმ გზით, როგორადაც ჩვენი საუბარი წარიმართა გუშინ, მაშინ ჩვენ ყველა საფუძვლები გაგვაჩნია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შევძლებთ, სულ მცირე ნაწილობრივ, აღვადგინოთ თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვესაჭიროება“, განაცხადა პუტინმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი