ერაყის პრემიერ მინისტრმა მოსულში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა
10-07-2017, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. აბადიმ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული დროშა ააფრიალა მას შემდეგ, რაც „სიცრუის ტერორისტული სახელმწიფოს კოლაფსი“ გამოაცხადა.

 


უფრო ადრე კი, როგორც BBC იუწყება, ძველი ქალაქის მცირე ნაწილში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ათეულ მებრძოლს ჰქონდა დაკავებული, ბრძოლებს ჰქონდა ადგილი.

 

 

 


მოსულისთვის ბრძოლამ, რომელიც თითქმის 9 თვე გაგრძელდა, ისტორიული ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და თითქმის მილიონი ადამიანი (920, 000-სზე მეტი) დევნილად აქცია.

 

 

 


შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მეთაურებმა, რომლებიც საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერას უწევდნენ ერაყის ძალებს, განაცხადეს, რომ ქალაქის პირობებში ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ინტენსიური იყო.

 


ერაყის პრემიერ მინისტრი „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების აღსანიშნავად მოსულში კვირას ჩავიდა, რომ „მიელოცა ერაყის არმიისა და ერაყელი ხალხისთვის“ თავიანთი საბოლოო გამარჯვება ქალაქის აღებასთან და „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებასთან დაკავშირებით.

 

 

 


ერაყის არმია ქვეყნის უძველესი ქალაქის, მოსულის ხელში ჩასაგდებად გამართული ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, კვირას, ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ბოლო კერებს ანადგურებდა.

 


აბადიმ გამარჯვების შესახებ განცხადება კონტრ-ტერორიზმის სამსახურის საოპერაციო ოთახიდან გააკეთა, იმ სამსახურის, რომლის ელიტური ძალები პირველები იყვნენ, რომლებიც გასული წლის ნოემბერში მოსულში შევიდნენ.

 


მან „ისლამურ სახელმწიფოზე“ დამამცირებელი ტერმინი გამოიყენა და განაცხადა: „მე ვაცხადებ აქედან დასასრულს და მარცხს და კოლაფსს სიცრუისა და ტერორიზმის ტერორისტული სახელმწიფოსი, რომელიც ტერორისტულმა დაეშმა („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული აკრონიმი) მოსულიდან გამოაცხადა.

 


მაგრამ აბადიმ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ წინ უფრო დიდი გამოწვევებია.

 


„ჩვენ სხვა მისია გვაქვს ჩვენს წინ - სტაბილურობის შექმნა, შენება და დაეშის ქსელის გაწმენდა“, დაამატა მან, სანამ ააფრიალებდა ერაყის ეროვნულ დროშას.

 

 

 


აშშ-ის მეთაურობით საჰაერო დარტყმებით მხარდაჭერილი ერაყული ძალები გასული წლის 17 ოქტომბრიდან ცდილობდნენ ქალაქ მოსულის აღებას.

 


„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 2014 წლის ივნისში დაამყარა, მანამ სანამ ერაყის სუნიტებით დასახლებულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოახდენდა გავლენის განვრცობას, და ერაყსა და სირიაში „ხალიფატის“ შექმნის თაობაზე გააკეთებდა განცხადებას.

 

 

 


8-თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ერაყის სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დე-ფაქტო დედაქალაქ მოსულის შუაგულში ნანგრევებად ქცეული გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთი ხელში ივნისის ბოლოს ჩაიგდეს და პრემიერ მინისტრმა ისლამისტი მებრძოლების თვითმარქვია ხალიფატის დასასრული 29 ივნისს აუწყა მსოფლიოს.

 

 

 


აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა, სამი წლის წინათ, 2014 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ერაყის და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები ააოხრეს, სწორედ მოსულის შუა საუკუნეების ამ მეჩეთის მქადაგებლის კათედრიდან გამოაცხადა თავისი თავი „ხალიფად“, მუსულმანთა მმართველად.

 


თითქმის 850 წლის გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთის აღება უზარმაზარ სიმბოლურ გამარჯვებად მიიჩნიეს.

 


„ალ-ნურის მეჩეთის და ალ-ჰადბას მინარეთის ქვეყნისთვის დაბრუნება დაეშის სიცრუის სახელმწიფოს დასასრულის ნიშანია“, განაცხადა 29 ივნისს პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, რომელმაც უკომპრომისო სუნიტი მუსლიმი მებრძოლების ჯგუფი მაშინაც არაბული აკრონიმით მოიხსენია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი