თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, „წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგომისას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს
14-07-2017, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ პარასკევს თბილისში, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში - რაც, როგორც თურქმა დიპლომატმა განაცხადა, არ იცის იგეგმება თუ არა - მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, სიმართლეს არ შეესაბამება და „წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ან სხვა ნებისმიერ პირს თურქული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომისას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს.

 

 

 

 

 

 

„წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების, ვინც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, ან წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხესენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან.

 

 

 

 


„თუ არ ჩავთვლით ასეთ მოხსენებებს, არ არსებობს კონკრეტული ფაქტი საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ დასახელებული, რომელიც თურქეთში მომხდარ მსგავს ფაქტებს აღწერდა“, განახადა ელჩმა და დაამატა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მით უფრო მაშინ, როცა უდანაშაულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია.

 

 

 

(თურქეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ბრიფინგი, თბილისი, 14 ივლისი, 2017- Guardian.ge-ს ფოტოები)

 


ელჩმა აღნიშნა, რომ თურქულ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილია ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი.

 


„აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, რომ ეს ადამიანი წარსდგეს სასამართლოს წინაშე თურქეთში და იქ ისაუბროს მის წინაშე წაყენებული ბრალეულობა არის თუ არა სამართლიანი და მართებული“, აღნიშნა თურქმა დიპლომატმა, რომელიც თურქეთის სასამართლოს დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენის დაუთანხმებლობის შემთხვევაში პირს ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა გააჩნია.

 


ქართველმა სამართალდამცველებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით საქართველოში მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი