სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, მაკკეინის ქირურგიული ოპერაცია შესაძლოა იმაზე სერიოზული იყოს, ვიდრე ამას ფიქრობდნენ
17-07-2017, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მდგომარეობა, რაც სენატორ ჯონ მაკკეინს ქირურგიული ოპერაციისას ჰქონდა, შესაძლოა, იმაზე უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე ამას თავდაპირველი აღწერები გულისხმობდა, და ამან შესაძლოა დააყოვნოს მისი დაბრუნება ვაშინგტონში სულ მცირე ერთი ან ორი კვირით, განაცხადეს სამედიცინო ექსპერტებმა კვირას, როგორც ამას „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება.

 


წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელმა“ ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სენატი „გადაავადებს“ ე.წ. ობამაქეას (ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონი) გაუქმებისა და მისი შეცვლის კენჭისყრის პროცედურას, რადგანაც ერთ-ერთი მთავარ კანონმდებელს, ჯონ მაკკეინს პარასკევს საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა - თვალის ზემოთ სისხლის შენადედი ამოუღეს.

 

 

„ძალიან ცოტა ადამიანია უფრო მაგარი, ვიდრე ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი, და მე ვიცი, რომ ის მალე იქნება ჩვენს გვერდით“, თქვა „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მან არიზონელ სენატორს კარგად ყოფნა უსურვა.

 

 

„მაშინ როცა ჯონი გამოკეთების გზაზე იქნება, სენატი განაგრძობს თავის სამუშაოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკანონმდებლო საკითხებსა და დანიშვნებზე და გადაავადებს უკეთესი ჯანდაცვის აქტის განხილვას“.

 

 

ფოენიქსის „მეიოს კლინიკამ“, სადაც მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადა, რომ სენატორს მარცხენა თვალის ზემოთ, წარბის ნაჭდევთან თავის ქალის „მინიმალურად ინვაზიური“ ტრეპანაციის დროს, 5 სანტიმეტრის სისხლის შენადედი „წარმატებით ამოუღეს“.

 

 

მაკკეინის კომუნიკაციების დირექტორმა, ჯული ტარალომ განაცხადა, რომ შემდგომი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როდესაც ის ხელმისაწვდომი გახდება.

 


თავის ქალის ტრეპანაცია თავის ქალის ახდას გულისხმობს, და წარბის ნაჭდევი გამოიყენება იმისათვის, რომ მისწვდნენ შენადედს ტვინის მარცხენა შუბლის წინა ნაწილში ან ნაწილთან, განაცხადა ნეიროქირურგმა, რომელიც მაკკეინის ოპერაციაში არ ყოფილა ჩართული.

 


„ჩვეულებრივ, სისხლის შენადედი ამ მიდამოებში ძალიან შემაწუხებელ საკითხად შეიძლება განვიხილოთ“, განაცხადა ნიუ იორკ სიტის მედიცინის ალბერტ აინშტაინის კოლეჯის ნეიროქირურგიის პროფესორის თანაშემწემ, დოქტორმა ნრუპენ ბაქსიმ.

 


მან დაამატა: „თავის ქალის ტრეპანაციიდან გამოკეთების დრო ჩვეულებისამებრ რამდენიმე კვირაა“.

 


მაკკეინის ოფისმა კი განაცხადა, რომ სენატორი „თავს კარგად და მხნედ გრძნობს, არიზონაში, თავის სახლში, ოჯახთან ერთად კომფორტულად ადგას გამოჯანმრთელების გზას“ და მომავალ კვირას გამოკეთებული იქნება.

 


მაგრამ ბევრი შეკითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, წერს, „ნიუ იორკ თაიმსი“ და მათ შორის ასახელებს იმას, ჰქონდა თუ არა მაკკეინს სიმპტომები, რამაც უკარნახათ ექიმებს დაეწყოთ შენადედის ძებნა.

 


„ჩვეულებრივ, ამის მსგავსი სისხლის შენადედის აღმოჩენა მაშინ ხდება, როდესაც პაციენტებს შემდეგი სიმპტომები აქვთ - მათ გული მისდით, ან თავის ტკივილები ან სისუსტეები ან სიტყვის წარმოთქმისას გართულებული მდგომარეობა აღენიშნებათ“, განაცხადა დოქტორმა ბაქსიმ.

 


შენადედის მიზეზი არ გამოვლენილა. შესაძლებლობები მოიცავს დაცემას ან უეცარ დამბლას ან ინსულტს ან ტვინის გარკვეულ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია ასაკთან. მაკკეინი 80 წლისაა.

 


მას ასევე მელანომის, კანის აგრესიული კიბოს ისტორია აქვს, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ტვინში და სისხლდენის მიზეზი გახდეს. კიბოს ისტორია მაკკეინის ექიმებს ალბათ ბიძგს მისცემდა მისი ტვინის სკანირება მოეხდინათ, თუგინდ სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც კი, აცხადებს ზოგიერთი ექიმი.

 


შენადედი შესაძლოა რამდენიმე ადგილიდან ერთ-ერთში ყოფილიყო: თავის ქალასა და ტვინის მყარ გარსს შორის - აპკი, რომელიც ფარავს ტვინს; ტვინის მყარ გარსსა და ტვინის ზედაპირს შორის; ანდა თავად ტვინის შიგნით.

 


მანჰეტენზე მდებარე ლენოქს ჰილ ჰოსპიტალის ნეიროქირურგიის განყოფილების გამგემ, დოქტორმა დევიდ ლანგერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი დიაგნოზი სუბდურალური ჰემატომაა - სისხლის, ტვინის მყარ გარსსა და ტვინს შორის შეგროვება.

 


„იმედია, ეს არის სუბდურალური, შედარებით კეთილთვისებიანი პროცესი“, თქვა დოქტორმა ლანგერმა. „ეს გავრცელებულია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით თუკი მათ სისხლის შეთხელება აქვთ. ეს შესაძლოა მოხდეს თავის შედარებით მცირე დაზიანებისაგანაც კი. ხანდაზმულის ტვინი კარგავს მოცულობას, და მაშინ როცა ის იკუმშება, ტვინიდან ტვინის მყარ გარსთან დამაკავშირებელი სისხლძარღვები მზარდი დაძაბულობის ქვეშ არიან, და მცირე ტრავმამ შესაძლოა მათი გამოყოფა ან გაჟონვა გამოიწვიოს“.

 


სენატორ მაკკეინის თანამშრომლებს არ გაუმჟღავნებიათ, იღებს თუ არა ის სისხლის გამათხელებელს.

 


ამგვარი ჰემატომები შესაძლოა განვითარდეს კვირების და თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი სიმპტომებით, თუკი ისინი ზეწოლას ახდენენ ტვინზე, ანდა სიმპტომების გარეშეც და მათი ამოცლა ჩვეულებრივ, ელექციური და არა გადაუდებელი პროცედურაა, თქვა მან.

 


მან აღნიშნა, რომ ოპერაცია მიზანშეწონილი პროცედურაა. ჰემატომებს ხშირად ზეთისებრი სისქელე გააჩნიათ და მას შემდეგ რაც თავის ქალა აიხდება, მათი გამოჟონვა ადვილად ხდება. თავის ქალის ნაწილი, რომლის ამოცლაც ხდება პროცედურისას, შემდეგ უკან, თავის ადგილას ბრუნდება და მაგრდება ტიტანიუმის ფირფიტით.

 


„იგი შეძლებს, რომ დაუბრუნდეს სენატორის უფლებამოსილების შესრულებას საგრძნობლად მოკლე პერიოდში, ავადმყოფობის ეფექტის გარეშე“, განაცხადა ლანგერმა. „ეს არის ვარაუდი. მაგრამ ჩანს, რომ ეს არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო ან კიდევ კარიერისთვის სახიფათო პრობლემა“.

 


უეილ კორნელის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული ოპერაციების განყოფილების უფროსის, დოქტორ ფილიპ სტიჯის თქმით, კარგ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბატონმა მაკკეინმა სწრაფად შეძლო სახლში გაწერა.

 


„მე ვფიქრობ, რომ წუხილის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ მელანომები ცნობილია იმით, რომ ისინი ტვინში შედიან და მათ შეუძლიათ სისხლდენა“, თქვა სტიჯმა. „ისინი უნდა დაელოდონ პათოლოგიის უკან დაბრუნებას. კარგი ახალი ამბავია, რომ 5 სანტიმეტრი დიდი ზომის სისხლის შენადედია, მაგრამ შუბლის წინა მხარეს ის კარგად იქნება გადატანილი და იმედია მას არ ექნება რაიმე ნევროლოგიური დარღვევა“.

 


მაკკეინის გამოჯანმრთელებას და სენატორის უფლებამოსილების შედგომას ალბათ მოუთმენლად ელოდება ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რადგან პრეზიდენტის მიზნის მიღწევა, დაასრულოს მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას 2010 წლის რადიკალური რეფორმები, ახალი ადმინისტრაციისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში, მოუხელთებელი აღმოჩნდა.

 

 

რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ და პარტიის კონსერვატიულმა და ზომიერმა ფრთებმა ხუთშაბათს გამოტანილი კანონპროექტის მიმართ ღრმა წუხილი გამოხატეს.

 

 

ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი თანამოაზრე „რესპუბლიკელების“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, უკვე კინაღამ ჩავარდა, რადგან ორი „რესპუბლიკელი“ მის წინააღმდეგ გამოვიდა და მოსალოდნელია, რომ მაკკეინის ხმის გარეშე იგი ვერც კი გავიდეს.

 


ზოგიერთი შიშობს, რომ „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ გაუქმებამ, რასაც ფორმალურად „ობამაქეა“ (Obamacare) ჰქვია, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მილიონობით ღარიბ ამერიკელზე, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები გაეზრდებათ და ამის გადახდის შესაძლებლობა არ ექნებათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი