რუსეთი მოითხოვს, რომ მიეცეს საშუალება შევიდეს მის ორ დიპლომატიურ სტრუქტურაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს დაიკავა.
როგორც BBC იუწყება, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიუღებელია დააყენო წინაპირობები აღნიშნული ქონებების დასაბრუნებლად. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეს ნაბიჯი აღწერა, როგორც „ყაჩაღობა დღისით-მზისით“.
გასული წლის დეკემბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის მიზეზით 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და ორი რუსული დიპლომატიური სტრუქტურა დახურა.

ორშაბათს მოგვიანებით, რუსეთის და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შანონი ვაშინგტონში თავის რუს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს მასპინძლობს.
მათი შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუქმდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში ქმედებების გამო შეერთებული შტატების მთავრობამ 38 ინდივიდი და ორგანიზაცია სანქციების სიას დაამატა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ განსახილველი არაფერი არ არის.
„ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად პირობების დაყენებას ჩვენი დიპლომატიური ქონების დასაბრუნებლად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის დაბრუნებული უნდა იყოს ნებისმიერი პირობის და მოლაპარაკების გარეშე“, თქვა პესკოვმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ ეს არ არის ქცევის მეთოდი, რომელიც შეიძლება პატიოსანმა და კარგად აღზრდილმა ადამიანმა გამოიყენოს.
„როგორ შეიძლება დაიპყრო ქონება, რომელიც დაცულია ორმხრივი, სამთავრობოთაშორისო, რატიფირებული დოკუმენტით და ამის სანაცვლოდ, იმოქმედო პრინციპის თანახმად - ‘რაც ჩემია, ის ჩემია, და რაც შენია, ჩვენ გვექნება’?“, თქვა ლავროვმა ბელარუსში ვიზიტის დროს.
გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ იგი სამაგიეროს გადახდის მიზნით განიხილავდა „სპეციფიკურ ზომებს“, მათ შორის 30 ამერიკელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას და შეერთებული შტატების სახელმწიფო ქონების კონფისკაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.