ანა დოლიძე: ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი - სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“
27-07-2017, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, რომელიც გარკვეული ვითარების გამო, მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

 

 

ანა დოლიძის თქმით, ირაკლი კობახიძის საქციელს ქართული საზოგადოება ადგილს მიუჩენს.

 


„სამწუხაროდ, ის შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, რადგან უდიერად მოიხსენიებს მოსამსახურეებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ", განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

 

 

დეპუტატებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კენჭისყრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით პროექტების პირვანდელ რედაქციას დაუჭირეს მხარი.

 

 

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი