კიმ ჩენ ინის „ულმობელი გაფრთხილება“ აშშ-ს: „ლიდერმა ამაყად განაცხადა, რომ სარაკეტო გამოცდამ დაამტკიცა, რომ მთელი ამერიკის კონტინენტი ჩვენი დარტყმის ზონაში იმყოფება“
29-07-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეა მის ბოლო კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გამოეხმაურა, მას წარმატებული უწოდა და იგი აღწერა, როგორც „ულმობელი გაფრთხილება“ შეერთებული შტატებისადმი.

 


როგორც BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, გამოცდამ დაამტკიცა, რომ მთელი ამერიკის შეერთებული შტატები დარტყმის ზონაში იმყოფება.

 


პირველი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანმა ივლისის დასაწყისში გამოსცადა.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სარაკეტო გამოცდას უწოდა „უგუნური და სახიფათო ქმედება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ“.

 


ფხენიანის ნაბიჯი ასევე დაგმო ჩინეთმა, მაგრამ დაჟინებით მოუწოდა „ყველა შეშფოთებულ მხარეს“ გამოიჩინოს თავშეკავებულობა, რათა „თავიდან იქნეს აცილებული მზარდი დაძაბულობები“.

 


დაადასტურა რა რაკეტის „წარმატებული“ გაშვება, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კონტინენტთშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ 47 წუთზე ოდნავ მეტხანს იფრინა და 3,724 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.

 


„ლიდერმა ამაყად განაცხადა, რომ გამოცდამ ასევე დაამტკიცა, რომ მთელი ამერიკის კონტინენტი ჩვენი დარტყმის ზონაში იმყოფება“, წერს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო.

 


განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტა „ჰვასონგ-14“ იყო - იგივე მოდელი, რაც ჩრდილოეთ კორეამ 3 ივლისს გამოსცადა.

 


დარტყმის ზონაში შესაძლოა ნიუ იორკიც იყოს

 


ჩრდილოეთ კორეის ბოლო კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა უფრო შორს წავიდა და უფრო მაღალ სიმაღლზე იფრინა, ვიდრე 3 ივლისს გაშვებულმა რაკეტამ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი შეფასებისაგან განსხვავებით, მას შესაძლოა იმის შესაძლებლობა გააჩნდეს, რომ კიდევ უფრო ღრმა მანძილზე მისწვდეს შეერთებული შტატების კონტინენტს.

 


ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მონაცემები აჩვენებს, რომ რაკეტას შესაძლოა, დაახლოებით 10,400კმ-ის მანძილზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ რასონიდან გაშვებული კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა შესაძლებელია, რომ ნიუ იორკს მისწვდეს.

 

 

 


ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ ფხენიანის მიერ კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვება ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა, რაც უჩვეულო დროა. ასევე ყურადსაღებია, რომ ბოლო გამოცდა არა კუსონგიდან, არამედ მუპიონგ-ნიდან, ჯაგანგის პროვინციიდან მოხდა, საიდანაც რაკეტის გაშვება პირველი შემთხვევაა და ადასტურებს, რომ მანამდე უცნობი ადგილი, გამოცდისთვის ქმედუნარიანია. პარასკევს გავრცელებული ცნობების მიხედვით, რაკეტა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში, იაპონიის ჩრდილოეთით, ზღვაში დაეშვა.

 


საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ რაკეტები გაუშვეს, რომელიც „სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ“ დაეშვნენ, როგორც ამას პენტაგონი იუწყება.

 


როგორც BBC იუწყება, კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია დედამიწის ატმოსფეროს გარეთ საკმაოდ შორი მანძილის სიმაღლეს მისწვდეს. მაღალი სიმაღლის მკვეთრი ტრაექტორიების გამოყენება საშუალებას აძლევს ჩრდილოეთ კორეას თავიდან აიცილოს მეზობელი ქვეყნების დარტყმები.

 


მიმდინარე გამოცდების მიუხედავად, ექსპერტების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ გააჩნია ბირთვული ქობინების შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც შორ მანძილზე მიმავალ რაკეტებზე დაამაგრებდა. ისინი ამბობენ, რომ ფხენიანის ბევრ რაკეტას არ შეუძლია ზუსტად დაარტყას სამიზნეებს.

 


თუმცა, ექპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, ტემპები, რომლითაც ჩრდილოეთ კორეა ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, იძლევა იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ფხენიანმა შესაძლოა გადალახოს ეს გამოწვევები და 5-იდან 10 წელიწადის განმავლობაში განავითაროს ისეთი ბირთვული იარაღი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე დარტყმის მიყენება შეეძლება, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 2
#2  აკა
      
ასე ნელ-ნელა კიმი ტრამპს ხახაში ჩაუცურებს 9 ბალიან ბალისტიკურ რაკეტას. wink
29 ივლისი 2017 06:42
#1   რომანოზი
      
ყოჩაღ კორეია ! ჩუჩხეს თეორჩვენ უკვდავია. მიდით დააჩმორიკეთ ამერიკა, ისე როგორც ჩვენ დაგვაგლახავა !!!
29 ივლისი 2017 01:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი